13:59 | 2020-07-27 ავტორი: Prime Time

ლაშა ნაცვლიშვილი „ნაციონალურ მოძრაობაზე“: საკუთარი კრახის შემოქმედნი თვითონ იქნებიან

ლაშა ნაცვლიშვილი „ნაციონალურ მოძრაობაზე“: საკუთარი კრახის შემოქმედნი თვითონ იქნებიან

ნაცები იმაზე ბევრად ნაკლებ ხმას აიღებენ ამ არჩევნებში, ვიდრე ნორმალურ ადამიანებს გგონიათ. თვითონ რა ჰგონიათ, ამის განხილვას არც გაკადრებთ.

 

საკუთარი კრახისშემოქმედნიც, რასაკვირველია, თვითონ იქნებიან – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ კონსულტანტი საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში ლაშა ნაცვლიშვილი საკუთარ facebook-ზე წერს.

 

„წმინდა წერილშიც ასეა – ყველა თავად იახლოებს საკუთარ აღსასრულს. აი, როდესაც შაქარაშვილის და ბაჩალიაშვილის საქმეებზე სამართალდამცავები შემაჯამებელ გადაწყვეტილებას გამოაცხადებენ, დაზარალებულები და საზოგადოება დარწმუნდება, რომ ყველაფერი გაკეთდა, რათა სიმართლე დადგენილიყო.

 

მართლმსაჯულების განხორციელებას ხელი არ შეშლოდა, ის მრავალათასიანი ლაივები, რომლითაც თავს იწონებენ, მრავალათასიან მაწყევრებად რომ ჩამოუყალიბდებათ (როგორც კოვიდზე დაემართა ჩ@ვის შემოქმედს), მერე ითვალონ წიწილები…“, – წერს ნაცვლიშვილი.

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები