10:05 | 2021-07-29 ავტორი: Prime Time

ლაშა ბექაურს ბინა აჩუქეს 

ლაშა ბექაურს ბინა აჩუქეს 

ოლიმპიურ ჩემპიონს, ლაშა ბექაურს, სეუ-ს რექტორმა, გია კავთელაშვილმა ბინა აჩუქა.

 


„სეუ-ს რექტორის, ბატონი გია კავთელიშვილის გადაწყვეტილებით, SEU-ს სტუდენტს და ახლა უკვე ოლიმპიურ ჩემპიონს, ლაშა ბექაურს საჩუქრად გადასცემს სეუ დეველოპმენტის დასრულებულ კომპლექსში საბურთალოზე, პოლიტკოვსკაიას (ჯიქიას) ქუჩაზე, 100 კვ.მ. ბინას.

დიდი მადლობა ლაშას თავდადებული ბრძოლისთვის!

ვამაყობთ და გვიხარია, რომ ის ჩვენი უნივერსიტეტის სტუდენტია“,- ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც სეუ facebook გვერდზე აქვეყნებს.

 

„ომში მაცილებ დეეო?“ - ლაშა ბექაურის დედა ოლიმპიადაზე წასვლამდე შვილთან საუბარს იხსენებს
2021-07-28„ომში მაცილებ დეეო?“ - ლაშა ბექაურის დედა ოლიმპიადაზე წასვლამდე შვილთან საუბარს იხსენებს

 

შეგახსენებთ, ტოკიოში მიმდინარე ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე ქართულმა დელეგაციამ პირველი ოქროს მედალი მოიპოვა.

 

ძიუდოს ტურნირზე, 90 კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე 21 წლის ლაშა ბექაურმა ფინალში გერმანელი ედუარდ ტრიპელი დაამარცხდა და ოლიმპიური ჩემპიონობა იზეიმა.

 

ფინალამდე ლაშამ ნახევარფინალში რუს მიხაილ მიხაილ იგოლნიკოვი დაამარცხა, მეოთხედფინალში კი უზბეკ დავლატ ბობონოვს მოუგო. უფრო ადრე ბექაურმა ასპარეზობას ისრაელის წარმომადგენელი, ლი კოჩმანი და პოლონელი პიოტრ კუჩერა გამოთიშა.

 

ამ დროისთვის ტოკიო 2020-ზე ქართული დელეგაციის ანგარიშზე 3 მედალია – 1 ოქრო და 2 ვერცხლი. ორივე ვერცხლი ძიუდოისტების ანგარიშზეა. ოლიმპიური ვიცე-ჩემპიონები ლაშა შავდათუაშილი და ვაჟა მარგველაშვილი გახდნენ.

 

ასევე წაიკითხეთ ⇓

 

„გამოფრინდა იტალიიდან და ვაი, ამ ჩამოსვლას…“ – ტრაგედია ქართველი ემიგრანტის ოჯახში

 

დაინგრა საქართველო, დღეს ჩემი ტელეფონი არ გაჩერებულა! – რა ინფორმაციას ავრცელებს ნარკოლოგი

 

ქართველი მომღერალი კოვიდით გარდაიცვალა – „არაფერი აწუხებდა… 21 წლის მანძილზე სიცხეც არ ჰქონია“

 

„მოსწერა, კაბა ცმოდა, რომ ადვილად ექნათ ყველაფერი“ – პედოფილს 10 წლის შვილის ნაცვლად დედა ეკონტაქტებოდა

ავტორი: Prime Time


X

error: Content is protected !!