fbpx
20:02 | 2020-11-03 ავტორი: Prime Time

ლარი ისევ გაუფასურდა – რამდენად იყიდით ხვალ დოლარს

ლარი ისევ გაუფასურდა – რამდენად იყიდით ხვალ დოლარს

დღევანდელი სავალუტო ვაჭრობის შედეგად ლარი დოლართან 5.50 თეთრი გაუფასურდა და ერთი აშშ დოლარის ოფიციალური კურსი 3.29 ლარი გახდა.

დეტალები იპოთეკური სესხის სუბსიდირებაზე - ვის გადაუხდის მთავრობა სესხის პროცენტის ნაწილს
2020-05-28დეტალები იპოთეკური სესხის სუბსიდირებაზე - ვის გადაუხდის მთავრობა სესხის პროცენტის ნაწილს

 

კიდევ უფრო მეტად, 8.25 თეთრით არის გაუფასურებული საქართველოს ეროვნული ვალუტა ევროსთან და ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 3.85 ლარი გახდა.

 

ეროვნულმა ბანკმა 2 ნოემბერს სავალუტო რეზერვებიდან 60 მლნ აშშ დოლარი გაყიდა, ამის მიუხედავად, ლარი ევროსთან და დოლართან მაინც გაუფასურდა.

 

მიმდინარე წელს ეროვნულმა ბანკმა აუქციონზე სხვადასხვა მოცულობის დოლარი, ჯამში, 21-ჯერ გაყიდა. ოქტომბერში ეროვნულმა ბანკმა საერთაშორისო რეზერვებიდან 200 მლნ აშშ დოლარის გაყიდა.

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X