fbpx
18:17 | 2020-12-09 ავტორი: თეონა ყაჭიური

ლანჩხუთში მამაკაცს ხის ტოტი დაეცა და გარდაიცვალა

ლანჩხუთში მამაკაცს ხის ტოტი დაეცა და გარდაიცვალა

ლანჩხუთში, კეთილმოწყობის სამსახურის თანამშრომელი, 63 წლის ზურაბ თავართქილაძე სამსახურეობრივი მოვალეობის დროს დაიღუპა.

 

როგორც „პრაიმტაიმს“ ლანჩხუთის მერის მოადგილემ ბიძინა იმნაიშვილმა უთხრა, მამაკაცი ქალაქის ცენტრში ხეებს ბელავდა, რა დროსაც მოჭრილი ტოტი დაეცა და დაიღუპა.

 

თვითიზოლაციაში მყოფ პირს კარი ჩაეკეტა და სამაშველოს გამოძახება დასჭირდა
2020-12-09თვითიზოლაციაში მყოფ პირს კარი ჩაეკეტა და სამაშველოს გამოძახება დასჭირდა

 

„უწესიერესი კაცი წავიდა ჩვენგან, ძალიან დამწუხრებულები ვართ, ქალაქის ცენტრში ნაძვის ხეებს ბელავდა რა დროსაც მოჭრილი ტოტი დაეცა და გარდაიცვალა. წლების წინ, ლანჩხუთში ნავთობაზაზე რომ ხანძარი მოხდა ბატონმა ზურაბმა გადაარჩინა მაშინ ქალაქი აფეთქებას.”- გვითხრა იმნაიშვილმა.

 

ავტორი: ნინე ულუმბელაშვილი 

ავტორი: თეონა ყაჭიური
X