
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში კორონავირუსი, ექვსი თვის ბავშვს დაუდასტურდა. ინფიცირებულები არიან ბავშვის ოჯახის წევრებიც.
ეს ინფორმაცია „პრაიმტაიმს“ ლანჩხუთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა, ნატო მენაღარიშვილმა დაუდასტურა.
„ექვსი თვის ბავშვი გვყავს ინფიცირებული, ის წუხელ კლინიკაში გადაიყვანეს, მისი ოჯახის წევრებიც ინფიცირებულები არიან“, – გვითხრა ეპიდემიოლოგმა.
შეგახსენებთ დღეს გურიაში კორონავირუსის 124 შემთხვევა დადასტურდა. ბოლო მონაცემებით კი, ლანჩხუთში 656 ადამიანია კოვიდინფიცირებული.
ავტორი: ნინე ულუმბელაშვილი