fbpx
23:45 | 2020-11-27 ავტორი: Prime Time

ლანა მამუკაშვილმა 1 წლის შვილის ოპერაციისთვის კახა კალაძეს დახმარება სოციალურ ქსელში სთხოვა – ნახეთ, რა მოხდა ამის შემდეგ

ლანა მამუკაშვილმა 1 წლის შვილის ოპერაციისთვის კახა კალაძეს დახმარება სოციალურ ქსელში სთხოვა – ნახეთ, რა მოხდა ამის შემდეგ

სოციალურ ქსელში ლანა მამუკაშვილმა, თბილისის მერთან დაკავშირება ითხოვა, რათა ბავშვის ოპერაციისთვის თანხა ეთხოვა.

 

კახა კალაძე, მას თავად გამოეხმაურა და დაუწერა, რომ მისი წარმომადგენლები შეეხიანებოდნენ.

 

„პრაიმტაიმი“ ლანას დაუკავშირდა.

 

მისი თქმით, მას უკვე დაუკავშირდნენ და ძალიან გახარებულია.

 

„დამიკავშირდნენ, დამპირდა, რომ ყველანაირად დამეხმარება რაც ჯდება ოპერაციის თანხა. მე მხოლოდ ის ვთხოვე, რაც ჩემს შვილს სჭირდება. მადლობელი ვარ, მისი წყალობით ჩემს შვილს გაუკეთდება ოპერაცია, რომელიც მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. რომ არა კახი, არ ვიცი რა გვეშველებოდა. მთელი ცხოვრება მისი მადლიერი ვიქნები“,- აცხადებს ლანა მამუკაშვილი.

 

1 წლის ტყუპიდან ერთ-ერთს, მარიამს, ხერხემლის თიაქრის მძიმე ფორმა აქვს, რომელიც სასწრაფოდ არის საოპერაციო. ამჟამად პატარა მარიამი გავლას ვერ ახერხებს.

 

„არ გვეგონა, თუ ამ ასაკში დასჭირდებოდა ასეთი ოპერაცია, მაგრამ ძვალმა დაიწყო ამოწევა წელზე და ამიტომ უნდა გაკეთდეს ოპერაცია. ვერ დადის, მარცხენა ფეხი ამოვარდნილი აქვს. თურქეთში, სტამბოლში კეთდება ეს ოპერაცია და პირველ ჯერზე საჭიროა 14 000 დოლარი, შემდეგ კი, მდგომარეობა გვიჩვენებს, დასჭირდება თუ არა კიდევ ჩარევა“

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X