
ამ წუთებში აჭარის მთავრობის სახლის მიმდებარე აქციაზე სიმშვიდეა. აქციის მონაწილეებმა კოცონი დაანთეს, პარალელურად კი კონცერტი მიმდინარეობს. ამ წუთებში მომიტინგეები “ლამბადაზე” ცეკვავენ.
აქციის ორგანიზატორები საკვებსა და ტკბილეულს ურიგებენ აქციის მონაწილეებსა და ჟურნალისტებს.
ახალგაზრდები სიმღერითა და ცეკვით ერთობიან. დემონსტრანტები და “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ადგილობრივი ლიდერი ჯელალ ქიქავა უცხოურ ცნობილ ჰანგებზე აცეკვდა.