08:41 | 2020-05-06 ავტორი: ალექსი ქამადაძე

ლაგოდეხში კომენდანტის საათის დროს მაღაზიის გაქურდვისთვის 18-20 წლის ახალგაზრდები დააკავეს

ლაგოდეხში კომენდანტის საათის დროს მაღაზიის გაქურდვისთვის 18-20 წლის ახალგაზრდები დააკავეს

ლაგოდეხში ტექნიკის მაღაზიის გაქურდვის ბრალდებით ორი პირი დააკავეს. ამის შესახებ „რადიო თავისუფლებას შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს.

 

მათი ცნობით, ამოღებულია მოპარული ტექნიკის დიდი ნაწილი – მობილური ტელეფონების დიდი ნაწილი.

 

დაკავებულები 18-20 წლის ახალგაზრდები არიან.

 

ცნობისთვის, ლაგოდეხში, 26 მაისის ქუჩაზე მდებარე ტექნიკის მაღაზია კვირას, 3 მაისს გაქურდეს.

ავტორი: ალექსი ქამადაძე

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X