23:51 | 2021-10-12 ავტორი: Prime Time

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ერთი ადამიანი დაშავდა

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ერთი ადამიანი დაშავდა

ერთი ადამიანი დაშავდა მძიმედ, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად.

 

შემთხვევა სოფელ კაბლის ცენტრალურ ქუჩაზე მოხდა. ერთმანეთს მსუბუქი ავტომანქანები შეეჯახა.

 

შეჯახების შედეგად, ერთი ადამიანი დაშავდა, რომელიც სასწრაფო – სამედიცინო დახმარების ბრიგადამ სხეულის მრავლობითი დაზიანებით ლაგოდეხის “არქიმედეს” კლინიკაში მოათავსა.

 

ექიმების შეფასებით, დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა.

 

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276- ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

 

ავტორი: ხათუნა გულიაშვილი

ასევე დაგაინტერესებთ: 

 

 

 

 

 

ავტორი: Prime Time

X