fbpx
14:55 | 2020-11-07 ავტორი: Prime Time

ლადო ბოჟაძე: „ნაცმოძრაობის ბულინგს და ზეწოლას ისნის საოლქოს თავმჯდომარე ემსხვერპლა“

ლადო ბოჟაძე: „ნაცმოძრაობის ბულინგს და ზეწოლას ისნის საოლქოს თავმჯდომარე ემსხვერპლა“

ისნის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თედორე გობეჯიშვილი, სავარაუდოდ, გულის შეტევით 43 წლის ასაკში გარდაიცვალა.

 

ფაქტს ცესკო ოფიციალური წერილით ეხმაურება:

 

„ცენტრალური საარჩევნო კომისია ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ისნის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის თედორე გობეჯიშვილის გარდაცვალების გამო.

 

თედორე გობეჯიშვილი 43 წლის ასაკში მოულოდნელად გარდაიცვალა. ის საარჩევნო ადმინისტრაციაში 2006 წლიდან მუშაობდა; 2008 – 2016 წლებში საბურთალოს საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე იყო, 2018 წლის თებერვლიდან დღემდე კი ისნის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე. თედორე გობეჯიშვილს ჰქონდა საარჩევნო საკითხებზე მუშაობის დიდი გამოცდილება  და  გამოირჩეოდა მაღალი პასუხისმგებლობითა და  პროფესიონალიზმით.

 

საარჩევნო ადმინისტრაცია უსამძიმრებს თედორე გობეჯიშვილის ოჯახს, კოლეგებს და ახლობლებს“, – ნათქვამია ცესკოს სამძიმრის წერილში.

 

ტრაგედიას სოციალურ ქსელში ექსპერტი ლადო ბოჟაძე ეხმიანება და წერს:

 

„ნაციონალური მოძრაობის  ბულინგს და ზეწოლას უკვე ემსხვერპლა ისნის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თედორე გობეჯიშვილი, დიახ სწორედ მათი დამსახურებით გარდაიცვალა ახალგაზრდა კაცი(გამოძიება ყველა დეტალს დაადგენს). 2007 წლის 7 ნოემბრის ავტორებმა, 2020 წლის 7 ნოემბერსაც შეუწირეს ადამიანი, საკუთარი პოლიტიკური ინტერესების გამო. ვერასდროს დაბრუნდებით ხელისუფლებაში, ვერასდროს“, – წერს ლადო ბოჟაძე.

 

შსს-მ გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

 

შეგახსენებთ, რომ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები და მათი მხარდამჭერები ისნის საოლქო კომისიასთან არჩევნების შედეგებს აპროტესტებდნენ.

 

 

 

 

 

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X