21:01 | 2020-05-23 ავტორი: ალექსი ქამადაძე

ყვითელი მიკროავტობუსები შესაძლოა არ აღდგეს?!

ყვითელი მიკროავტობუსები შესაძლოა არ აღდგეს?!

ყვითელი სამარშუტო ტაქსები, ჩემი აზრით, კარგა ხანს უნდა დარჩეს შეზღუდული, რადგან იქ ძალიან მცირე სივრცეში ადამიანების ძალიან დიდ რაოდენობას აქვს თავი მოყრილი, – ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელმა თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.

 

როგორც ცერცვაძე აცხადებს, მომდევნო ათი დღის განმავლობაში ეპიდემილოგიური ვითარების დაკვირვების შედეგად, რესტორნები და მოლები უნდა გაიხსნას.

 

მისივე თქმით, შეზღუდვები უნდა მოიხსნას მეტროსა და ავტობუსებზე, თუმცა არა ყვითელ მიკროავტობუსებზე.

 

„ჩემი პოზიცია ასეთია – ჯერ ეტაპობრივად უნდა მოვხსნათ შეზღუდვები, რაღაც ნაწილი უკვე მოვხსენით და უნდა ვნახოთ, რა მოხდება, გამოიწვევს ეს ინფიცირებულთა ზრდას თუ არ გამოიწვევს, თუ გამოიწვევს – რამდენით?! თუ გახდება ათზე მეტი, მაგრამ 20-ის ფარგლებში, ეს სავსებით მისაღებია და გაუმკლავდება ჩვენი ჯანდაცვა.

 

თენგიზ ცერცვაძე საზოგადოებრივი ტრანსპორტის, მოლების და რესტორნების გახსნის დროს ასახელებს
2020-05-23თენგიზ ცერცვაძე საზოგადოებრივი ტრანსპორტის, მოლების და რესტორნების გახსნის დროს ასახელებს

 

ერთი კვირა ან 10 დღე უნდა დავაკვირდეთ, რა შედეგები ექნება შეზღუდვების მოხსნას, ამის მერე ჩემი აზრით, უნდა გაიხსნას მოლები, რესტორნები

 

და შემდეგ უნდა აღდგეს საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილება; მხედველობაში მაქვს მეტრო და ავტობუსები,

 

თორემ ყვითელი სამარშუტო ტაქსები, ჩემი აზრით, კარგა ხანს უნდა დარჩეს შეზღუდული, რადგან იქ ძალიან მცირე სივრცეში ადამიანების ძალიან დიდ რაოდენობას აქვს თავი მოყრილი“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

ავტორი: ალექსი ქამადაძე

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები