fbpx
11:13 | 2020-11-05 ავტორი: Prime Time

„კვეჟოვიჩი“ ისევ დააპატიმრეს – სპეცოპერაცია ქართველი „კანონიერი ქურდის“ დასაკავებლად

„კვეჟოვიჩი“ ისევ დააპატიმრეს – სპეცოპერაცია ქართველი „კანონიერი ქურდის“ დასაკავებლად

თურქეთის ქალაქ სტამბულში სამართალდამცველებმა სპეცოპერაცია ჩაატარეს, რის შედეგადაც ქართველი „კანონიერი ქურდი“ გურამ ჩიხლაძე, იგივე „კვეჟოვიჩი“ და მისი გარემოცვის რამდენიმე წევრი აიყვანეს.

 

კაცმა თავი „კანონიერ ქურდად“ გაასაღა და რამდენიმე მოზარდი 5000 დოლარად „აკურთხა“
2020-06-06კაცმა თავი „კანონიერ ქურდად“ გაასაღა და რამდენიმე მოზარდი 5000 დოლარად „აკურთხა“

 

ფოტო კადრებში ჩანს, თუ როგორ დააპატიმრეს „კვეჟოვიჩი“. მას იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო ფლობას ედავებიან, თუმცა გავრცელებული ინფორმაციით, ეს დაკავება უკავშირდება დანაშაულის პრევენციას, ვინაიდან თურქეთის სპეცსამსახურებს ჰქონდათ ინფორმაცია კრიმინალურ კლანსებს შორის მოსალოდნელი სისხლიანი დაპირისპირების შესახებ. ამ დაპირისპირების ცენტრალური ფიგურა კი გურამ ჩიხლაძე გახლავთ, რომელსაც ქურდულ სამყაროში უკვე ძალიან ბევრი მტერი ჰყავს.

 

ჩიხლაძე თურქეთში მიმდინარე წლის თებერვალშიც დააკავეს, თუმცა მალევე გაათავისუფლეს.

 

მანამდე ის სასჯელს ორჯერ იხდიდა რუსეთში, საბოლოოდ კი რუსეთიდან გააძავეს და კრიმინალური „კარიერა“ სწორედ თურქეთში განაგრძო.

 

„კვეჟოვიჩი“ ე.წ. ქურდად 2001 წელს, ჯერ კიდევ 16 წლის ასაკში „მონათლეს“. ჩიხლაძის სახელს დიდი კრიმინალური ვენდეტა უკავშირდება – ის 9 წლის იყო, როცა დედ-მამა თვალწინ მოუკლეს, 20 წლის შემდეგ კი შური იძია – კითხვის გაგრძელება…

 

 

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X