16:45 | 2021-05-20 ავტორი: მირანდა ტყემალაძე

ყველაზე პოპულარული ვაქცინა საქართველოში – შეტევა „უხილავ მტერზე“ და მწვანე შუქი მოგზაურობისთვის

ყველაზე პოპულარული ვაქცინა საქართველოში – შეტევა „უხილავ მტერზე“ და მწვანე შუქი მოგზაურობისთვის

4 მაისს საქართველოში ჩინური წარმოების „სინოფარმით“ 18 წელს ზევით ასაკის მოქალაქეების ვაქცინაცია დაიწყო.

 

 

პროცესის სამართავად ქვეყნის მასშტაბით 74 სამედიცინო პუნქტია მობილიზებული. „სინოფარმი“ რიგით მესამე ვაქცინაა, რომელიც ქვეყანაში „ასტრაზენეკასა“ და „ფაიზერის“ შემდეგ შემოვიდა. ვაქცინაციისთვის საჭირო 2 დოზა 21 დღის ინტერვალით კეთდება.

 

აღსანიშნავია, რომ ვაქცინაციის პროცესი მანამდე დაიწყო, სანამ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ვაქცინას ავტორიზაციას მიანიჭებდა, ამავდროულად, მოსახლეობის აქტივობა საკმაოდ მაღალი იყო. ამჟამად, „სინოფარმს“ მწვანე შუქი აქვს ანთებული – ვაქცინა ჯანმომ გადაუდებელი გამოყენებისთვის 7 მაისს დაამტკიცა.

 

 

 

რა ვიცით „სინოფარმზე“?

 

 

 

საქართველოში ჩინეთის ელჩის ლი იანის განცხადებით, სინოფარმის მიერ წარმოებულ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას ძალიან ცოტა გვერდითი ეფექტი აქვს და ის ტრადიციული მეთოდითაა დამზადებული.

 

ლი იანი: ეს ვაქცინა დამზადებულია ტრადიციული, სანდო მეთოდით, ამიტომ მას ძალიან ცოტა გვერდითი მოვლენა აქვს. დაახლოებით, 100 მილიონზე მეტი დოზაა გამოყენებული უკვე ამ ვაქცინის, მაგრამ რაიმე სერიოზული გვერდითი ეფექტები არ მოჰყოლია. ამიტომ, ამ ვაქცინის უსაფრთხოება და ეფექტურობა ძალიან ბევრი ქვეყნის მიერ არის აღიარებული.

 

 

რა უნდა იცოდეთ COVID-19 საწინააღმდეგო ვაქცინით აცრამდე, აცრისას და აცრის შემდეგ

 

✅ „სინოფარმი“ შენახვის განსაკუთრებულ პირობებს არ საჭიროებს, შესაბამისად, მაგალითად, „მოდერნასა“ და „ფაიზერისვაქცინებთან შედარებით, მისი ადმინისტრირება მარტივია.

 

რაც შეეხება გვერდით მოვლენებს, „სინოფარმი“ მიუთითებს, რომ კვლევის ეტაპზე მოქალაქეებს რთული გვერდითი მოვლენები არ ჰქონიათ. მისი გვერდითი მოვლენები რიგ შემთხვევებში ცხელებით, ნანემსარი ადგილის ტკივილით, თავისა და კუნთების ტკივილით, გულის რევითა და დიარეით გამოიხატა, თუმცა ამ გვერდითმა ეფექტებმა ცდის პირებში თავისით გაიარა და მათ სამედიცინო ჩარევა არ დასჭირდათ.

 

❌ „სინოფარმით“ არ იცრებიან ორსული და დედები, რომლებსაც ბავშვები ბუნებრივ კვებაზე ჰყავთ, ასევე მძიმე ონკოლოგიური პაციენტები. აცრა არ კეთდება არაკონტროლირებადი ეპილეფსიისა და პროგრესირებადი ნევროლოგიური დაავადებების შემთხვევაშიც.

 

 

ჯანმო-ს განცხადებით, 18-59 წლის ადამიანებში ჩინური „სინოფარმი“ 78.1 %-ით უსაფრთხო და ეფექტიანია

 

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტთა ჯგუფის მიერ 3 მაისს გამოქვეყნებული შეფასების თანახმად, „სინოფარმის“ ვაქცინის ეფექტიანობის მაჩვენებელიი 78.1%-ია, რაც თავად ჩინური კომპანიის შეფასების მაჩვენებელთან (79%) ახლოსაა. ამასთან, ექსპერტთა ჯგუფი „თითქმის დარწმუნებულია, რომ მოზრდილებში „სინოფარმის“ ერთი ან ორი დოზის შემდეგ სერიოზული გვერდითი ეფექტების რისკი დაბალია“, რაც ჩინური წარმოების ვაქცინისთვის ავტორიზაციის მინიჭების შანსებს ზრდის.

 

რატომ გახდა „სინოფარმის“ ვაქცინა პოპულარული – ამ კითხვით „პრაიმტაიმმა“ ჯანდაცვის დამოუკიდებელ ექსპერტ აკაკი ზოიძეს მიმართა.

აკაკი ზოიძე: სინოფარმი“ პოპულარული გახდა იმიტომ, რომ 18 ზემოთ ასაკის ადამიანებს საღი აზრი გააჩნიათ და კარგად ესმით, რომ ვაქცინაცია არის ერთადერთი საშუალება, რომ ეს პანდემიური შეზღუდვები დავასრულოთ, განსაკუთრებით, ახალგაზრდა ადამიანს, ვისაც აქვს ხელმისაწვდომობა ონლაინ წყაროებზე, როცა ამ პირობებზე მილიონობით ადამიანი იცრება. 

 

სინოფარმი“ ასევე ჯანმოს ავტორიზებულია, როგორც სხვა 4 ვაქცინა. ამიტომ არის მაღალი მოთხოვნა. იცრება საზოგადოებისთვის ყველა სანდრო პიროვნება, როგორც საქართველოში, ასევე საერთაშორისო მასშტაბით, ეს რეკომენდაცია მნიშვნელოვანია.

 

აქ მთავარია, რომ ჩვენ ისედაც ვიცოდით, ჩვენო მოქალაქეების დაახლოებით, 700-800 ათასი მოქალაქე არათუ თანახმა იყო აცრაზე, არამედ აქტიურად ითხოვდა. საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვების მიხედვით, ყველაზე კონსერვატიული გათვლებით, 35% იყო, ვინც გაიკეთებდა აცრას. 20% ითხოვდა, რომ სასწრაფო აცრილიყო. სურვილი ამ ეტაპზე უფრო მაღალია, ეს არ იყო მოულოდნელი.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე იყო პირველი, რომელიც „სინოფარმით“ საჯაროდ აიცრა.

 

 

ამირან გამყრელიძე: მადლობა თითოეულ ექიმს. მათთან ერთად მე გავიზარადე და აქ გავატარე 25 წელი ჩემი ექიმობის. მიხარია, რომ პირველი აცრა აქ გავიკეთე. დღეიდან დაიწყო ჩინური წარმოების ვაქცინით „სინოფარმით“ აცრა, რომელიც აპრობირებული ვაქცინაა, 45 ქვეყანაში მიმდინარეობს ამ ვაქცინით აცრები. სიმბოლურია, რომ დღეს ახალი ვაქცინით, „სინოფარმით“ პირველად მე ავიცერი. ის დამზადებულია ე.წ. ტრადიციული ტექნოლოგიით. ბევრს ბავშვობის დროს ამ ტექნოლოგიით გაკეთებული გაქვთ აცრები, ეს არის ინაქტივირებულ ვირუსზე დამყარებული ვაქცინა, რომლის 200-ზე მეტი დოზა უკვე არის ადმინისტრირებული ჩინეთსა და მთელ მსოფლიოში. აპრილში შემოვიდა 100 ათასი დოზა და დღეიდან დაიწყება აცრები. სიმბოლურია, რომ მე აცრა ჩავიტარე ჩემს ალმა-მატერში, ჩემს სავადმყოფოში.

 

 

გურიაში, სინოფარმით ვაქცინაცია პირველმა, გურიის გუბერნატორმა, გიორგი სახოკიამ გაიკეთა.

 

 

მინდა მოვუწოდო მოსახლეობას რომ გამოიჩინონ მეტი აქტიურობა, რადგან ვაქცინაცია არის პანდემიის სწრაფად დამარცხების ძირითადი გასაღები“,- განაცხადა გიორგი სახოკიამ.

 

 

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი ხათუნა ზახაშვილი თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში „სინოფარმის“ ვაქცინით 6 მაისს აიცრა.

 

ხათუნა ხაზაშვილი: კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინაციაზე გადის ის გზა, რომელიც ჩვენ მიგვიყვანს პანდემიის დამარცხებამდე და ჩვენს ქვეყანას მისცემს ამოსუნთქვის საშუალებას. ჩვენ ვართ პატარა ქვეყანა, ჩვენთვის ეს დაძლევადი საკითხია. ერთიანად მოვბილიზდეთ, ყველამ მივიღოთ ჩვენთვის განკუთვნილი ვაქცინა და ამით ვიხსნათ ჩვენი ქვეყანა იმ მდგომარეობიდან, რაშიც შეიძლება, აღმოვჩნდეთ, თუ ამ ნაბიჯს არ გადავდგამთ.

 

რა უნდა იცოდეთ ვაქცინაციამდე, თუ ანტიდეპრესანტებს მოიხმართ – ინფექციონისტ ალექსანდრე გოგინავას რჩევა მოქალაქეებს

 

 

სინოფარმით“ საპარლამენტო უმრავლესობისა და ოპოზიციის წარმომადგენლები აიცრნენ.

 

 

კახა კალაძე: უხილავ მტერთან ბრძოლის ერთადერთი გზა ვაქცინაციაა. დღეს ,,სინოფარმით“ ავიცერი ნ. ყიფშიძის სახელობის ცენტრალურ საუნივერსიტეტო კლინიკაში.

 

 

 

ირაკლი კობახიძე: ვაქცინაციის კამპანიაში ვერთვები, აცრა მთავარი იარაღია პანდემიის წინააღმდეგ, ძალიან მნიშვნელოვანია, რაც შეიძლება მეტი ადამიანი აიცრას.

 

 

კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციაში ეკლესიაც ჩაერთო. ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტის, მეუფე დიმიტრი „სინოფარმის“ ვაქცინით აიცრა.

 

 

 

მეუფე დიმიტრი: როდესაც ყოველდღიურად, გათენებისთანავე, როცა განიცდი ადამიანის დაღუპვას, მეგობრის, ახლობლის, საზოგადო მოღვაწეების, როდესაც შენ იცი რომ ისოტირულად ვაქცინა ერთადერთი შესაძლებლობაა პანდემიის დამარცხების, როდესაც ყოველდღიურად ლოცულობ და უფალს ევედრები, რომ გიხსნას უცნაური სიკვიდილისაგან, ზედმეტი ფიქრის დრო, თავისთავად აღარ არის და ეს ამითაც იყო გამოწვეული. ასე რომ კიდევ ერთხელ ვსარგებლობ შემთხვევით და მინდა, მთელ სამედიცინო პერსონალს და ექიმებს უღრმესი მადლობა გადავუხადო თავდაუზოგავი შრომისთვის, რომელიც მათ გასწიეს.

 

„სინოფარმით“ აქტიურად იცრებიან მედიის წარმომადგენლებიც.

 

 

ჟურნალისტმა და ტელეწამყვანმა გურამ როგავამ ვაქცინაციის შემდეგ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ მასზე ალერგიული ადამიანი არ ეგულება, თუმცა მაინც აიცრა.

 

ჩემზე ალერგიული ადამიანი არ მეგულება. ავიცერი „სინოფარმით“ და არანაირი რეაქცია არ მქონია. თავს ვგრძნობ მშვიდად და რაც მთავარია, დაცულად. ვაქცინა არის მთავარი საბრძოლო იარაღი უხილავ მტერთან ომში, მის გარეშე პანდემიას ვერ დავასრულებთ #აიცერი

 

ტელეწამყვანი დავით კაკულია სინოფარმის ვაქცინით 19 მაისს აიცრა. ჟურანლისტი ვაქცინაციიდან რამდენიმე წუთში სამსახურში დაბრუნდა და აქტიურად განაგრძო მუშაობა.

 

როგორც თავად ამბობს, არც ნანემსარი აწუხებს და თავს შესანიშნავად გძნობს. „რუსთავი2“-ის სახეები საზოგადოებას მოუწოდებენ აიცრან, რადგან „#აცრაგვიცავს“!

დავით კაკულია

 

სინოფარმის ვაქცინით აიცრა „კურიერის“ წამყვანი ნათია ლაზაშვილი, მან ფოტო სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა წარწერით #vaccinated #stopcovid19

ნათია ლაზაშვილი

 

 

 

 

მწვანე შუქი ევროკავშირში მოგზაურობისთვის

 

 

 

ევროკავშირი ავტორიზებული ვაქცინით, მათ შორის სინოფარმით სრულად აცრილ პირებს საზღვარზე შეუშვებს. ევროკავშირის საზღვრის კვეთა შეეძლებათ ფაიზერითმოდერნათი, ჯონსონი & ჯონსონით, ასტრაზენეკათი და სინოფარმით სრულად აცრილ პირებს.

 

„სინოფარმით“ აცრილებს ავსტრია სავალდებულო კარანტინის გარეშე მიიღებს.

 

„ნებისმიერმა პირმა ავსტრიაში შესვლისთანავე უნდა წარადგინოს ვაქცინაციის სერთიფიკატი Covid-19-ის წინააღმდეგ. პირი აცდილი უნდა იყოს ჩამოთვლილთაგან ერთ-ერთით – BioNtech / Pfizer, Moderna, Johnson & Johnson / Janssen, AstraZeneca ან Sinopharm / BIBP COVID-19“, – აღნიშნულია განცხადებაში.

 

 

მათივე ინფორმაციით, ის პირები რომელთაც არ ექნებათ ჩატარებული ვაქცინაცია, ვალდებულნი იქნებიან ჩაიტარონ PCR ან ანტიგენ ტესტი და გაიარონ 10 დღიანი კარანტინი.

 

 

სინოფარმის“ მეორე დოზით ვაქცინაცაზე რეგისტრაცია დღეიდან, 20 მაისიდან დაიწყო.

ავტორი: მირანდა ტყემალაძე


X