fbpx
18:40 | 2020-09-26 ავტორი: Prime Time

პოპულარული გოგონა ოზურგეთიდან – „სხვა სესილი”

პოპულარული გოგონა ოზურგეთიდან – „სხვა სესილი”

„იყო პოპულარული, საკმაოდ დიდი პასუსისმგებლობაა…სიმართლე გითხრათ ამაზე არასდროს მიფიქრია…ვაკეთებდი და დღესაც ვაკეთებ იმას, რაც მომწონს და მაბედნიერებს.
ჩემს განცხრომას რა თქმა უნდა ჩემი მშობლების თანადგომით ვახერხებ”-  უყვება „პრაიმტაიმს“ 12 წლის სესილი თოდრაძე ოზურგეთიდან.

 

გოგონა ცოტა ხნის წინ მაყურებელმა „ნანუკას შოუში“ გაიცნო. დედისერთა სესილიმ, მშობლებს სთხოვა, რომ ბავშვი აეყვანათ, მაგრამ ისე მოხდა, ოჯახმა ერთის ნაცვლად, სამი ბავშვი აიყვანაა. უკვე ორი წელია არასრულწლოვნები, თოდრაძეების ოჯახში მინდობით აღზრდის პროგრამით ცხოვრობენ.

 

ამ ფაქტის შემდეგ, სესილის ცხოვრება რადიკალურად შეიცვალა. მისი მარტოობა მხიარულებამ, დიდმა სიყვარულმა და მზრუნველობამ ჩაანაცვლა. გოგონას მოუნდა საკუთარი მშობლების სითბო, უცხო ბავშვებისთვის გაენაწილებინა, რადგან ფიქრობდა, რომ არიან სამყაროში ბავშვები რომლებსაც უფრო მეტი სიყვარული  სჭირდებათ.

 

„პრაიმტაიმმა“ გადაწყვიტა მოეყოლა „სხვა სესილის“ შესახებ. რა გავლენა მოახდინა ოჯახმა, მის განვითარებაზე, ვინ არიან ისინი და რა გამოწვევების წინაშე შეიძლება დადგნენ მშობლები, როდესაც შვილი, არჩევანის უფლებას აღარ გიტოვებს.

 

თოდრაძეებს სახლში ვესტუმრეთ და გთავაზობთ ინტერვის სესლილისთან და მის დედასთან ნინია ბურჭულაძესთან.

 

მშობლების როლი სესილის ცხოვრებაში. როდის შეამჩნიეთ რომ მას განსაკუთრებული ჰუმანური თვისებები ჰქონდა და რა როლი გაქვთ მშობლებს იმაში, რომ სესილი ასეთი ემოციით და ასეთი მონდომებით აკეთებდეს სიკეთეს?

 

-სესილი 2008 წლის ზაფხულის მიწურულს დაიბადა. ალბათ გახსოვთ რა მდგომარეობა იყო მაშინ საქართველოში .. მუცლადმყოფი სესილიც ჩვენთან ერთად იყო იმ ცოცხალი ჯაჭვის აქციაში, რომელიც სამშობლოს დასაცავად შეკრა საქართველოს მოსახლეობამ.. სესილი დაბადებიდან გამოწვევაა. „კალათის ბავშვს“ ეძახდნენ. ერთი თვის იყო ქორწილში კალათით რომ წავიყვანეთ და მას შემდეგ, ყველა საზოგადოებრივ აქტივობაში, თუ რამე ხორციელდება, სესილი მუდამ ჩართულია.

 

4 წლის იყო ერთ-ერთმა არასამთავრობო ორგანიზაციამ, კლიპში მონაწილეობა შემოგვთავაზა -„ცხოვრება ძალადობის გარეშე.“ ბევრი მშობლისთის კლიპის შინაარსი უხერხულობას ქმნიდა, მაგრამ ჩვენ ერთი წუთითაც არ დავფიქრებულვათ,რადგან ვთლიდით რომ ჩვენი ჩართულობით თუკი ვინმეს დავეხმარებოდით ამაზე კარგი რა იქნებოდა?.. სკოლაშიც პატარ-პატარა აქციებს აწყობდა, ხან ქუჩის ძაღლების დასაცავად. ხან მოხუცების და ხანაც „ნუ დაყრით ნარჩენებს.”

 

ყველა ღონისძიების განხორციელებასას მხარში ვედექით. ვფიქრობ, რომ ზუსტად ამ აქტივობებში მონაწილეობამ გაუღვივა სესილის ემოციები და გახდა მაპროვოცირებელი რომ სესილი, ასეთი ჰუმანური, სიკეთის მოყვარული ყოფილიყო. გაუღვივა იმიტომ ვამბობ რომ ამის უნარი ან გაქვს ან არა..

 

პატარაობიდან სულ უნდოდა ფრინველები, ან ცხოველები გვყოლოდა, წიწილები, ბაჭიები და რა აღარ გვყავდა სახლში. ახლა ორი ციცარი მოვიყვანეთ, ასევე ავიყვანეთ ლეკვი, რომელსაც ბარბოსა დაარქვა. ღამით აფთიაქის კართან ვნახეთ. წკმუტუნებდა და ყვლა გამვლელს აცილებდა. მთხოვა რომ შინ წამოგვეყვანა უარი ვერ ვუთხარი.. აფთიაქის თანამშრომლებმაც გამოგვატანეს, რადგან ვიცით სესილი ძალიან კარგად მოუვლისო. და ასე ვივსებით ნელ ნელა …

 

მშობლები როგორ უდგებით სესილის დამოკიდებულებებს, რაზე ვერ ეტყვით უარს?

 

მე და კოტეს სესილისთვის არასდროს ენისმოჩლექით არ მიგვიმართავს. თანასწორი დამოკიდებულება გვაქვს. თუ ოჯახში რამე საკითხი დგას, გადაწყდება სამივეს აზრთან შეჯერბით. ანუ სესილი ყველაფრის საქმის კურსშია. სესილი პატარაა და რაღაცაზე არ ვესაუბროთ, ასე არ არის.

 

სესილის შეუძლია ჩვენთან თავისუფლად და გახსნილად ისაუბროს თავის ურთიერთობებზე, სურვილებზე, დამოკიდებულებაზე . ტრადიციულად ძილისწინ მთელ დღეს განვიხილათ, როგორ ჩაიარა დღემ. სესილი ჩვენი შვილი მეგობარი და ხან მესიდუმლეცაა.

 

ჩვენი სურვილები ხან არ ემთხვევა ერთმანეთ, მაგრამ კონსესუსამდე სხვადასხვა არგუმენტებით მივდივართ და მერე ყველაფერს უფალი გვაძლევინებს.
ძნელია სესილის შემოთავაზებებზე უარის თქმა. ვფიქრობ, რომ ის უკვე შემდგარი პიროვნებაა, ცხოვრობს ისე როგორც მოსწონს და ეს ძალიან კარგია. თუმცა წინ კიდევ ბევრი აქვს საკეთებელი..

 

არის ისეთი რაღაცეები რის უფლებასაც არ აძლევთ სესილის?



ქუჩაში მარტო სიარული. არ ვიცი გვეშინია. წამოწოლილი უყვარს კითხვა..მიწევს ახსნა, რომ ეს ხერხემლისთვის და თვალებითვის საზიანო..

 

 სესილი თოდრაძე:

 

მამა ჩემი მეგობარია თუ რაიმე სირთულე შემხვდება მამას ვეუბნები..რაც ძალას მაძლევს ეს მამაჩემია.. დავყავარ სკუტერზე სასეირნოდ, ხან ერთად ვხატავთ. ბალიშებით ჩხუბი გვიყვარს, ტელევიზორის პულტს ვინ აიღებს პირველი მაგაზე დავდევთ ერთმანეთს. და ერთი ტრადიციასავით გვაქვს მიმიკებით კონტაქტი, ხომ არის პერიოდი საუბარი არ გვინდა და ვეჭყანებით ერთმანეთს.

 

ასევე ოჯახში გვაქვს ტრადიცია ახალ წელს მამა ყოველთვის მეკვლეა. იცვამს თეთრ ჩოხას, ხონჩაზე ვალაგებთ ნუგბარს, შემოუვლის სახლს და შემოდის სახლში მეკვლედ. ეს ყოველ ახალ წელს ხდება. ცხემლის შეშა იწვის ბუხარში, მე თოვლის ბაბუს ვწერ სურვილს, თუ რა უნდა მომიტანოს და ვაგდებ ამ წერილს ბუხარში. საოცრებაც ხდება  როგორც კი ცეცხლის ალი ნამწვავს საკვამურში აიტანს, საახალწლო საჩუქარი აივანზეა.

 

შენი მშობლების როლი შენს ცხოვრებაში? შენ ასეთ პიროვნებად ჩამოყალიბებაში მათი როლი მითხარი?

ვფიქობ რომ ისინი განსაკუთრებულები არიან. ჩვენ ვმეგობრობთ და ეს უკვე ყველაფერს ცვლის. ვუყვარვარ და სულ ცდილობენ ყველაფერი შემისრულონ, მაძლევენ რჩევებს, ძირითადად ვითვალისწინებ. ჩვენ სამივე ერთად ვფიქრობთ და ერთად ვწყვეტთ ყველაფერს.

 

პატარა გოგონები როგორ არიან?

გოგოები არიან ძალიან კარგად, მე ისინი არ მეცოდებიან და მთავარი მიზანიც ეს იყო. ისინი არიან სრულფასოვანი ადამიანები. ჩვენ ყველა ემოციას ვცვლით. ძალიან გამოხატავენ სიყვარულს, დამდევენ, სულ უნდათ რომ ჩავეხუტო, ვაკოცო. ჩემი უფროსი და, წელს პირველად წავიდა სკოლაში და მე როცა მივაკითხე, ძალიან გაეხარდა, აღფრთოვანდა. უბედნიერესი იყო და ამით მეც ძალიან გავიხარე.

 

რა შეცვალეს შენმა დებმა შენს ცხოვრებაში?

ადრე მოწყენილი ვიყავი მარტო რომ ვიყავი, ახლა უკვე ისეთი ხალისია, სულ ვთამაშობთ, სიყვარული მასწავლეს, ზრუნვა და ემოციების გაცვლა. ვამაყობ ამ ბავშვებით.

 

როგორ შეიცვალა შენი ცხოვრება რაც საზოგადოებამ გაგიცნო და შენს ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს?

 

უფრო მეტად მოუნდა ხალხს ჩემთან ახლო კონტაქტში შემოსვლა.ადრე თუ უბრალოდ გამარჯობას მეუბნებოდნენ, ახლა ყველას უნდა ახლოს გამიცნოს.

 

შეგცვალა პოპულარობამ?

არა, მე ყოველთვის დავეხმარები ხალხს. ჩვეულებრივი გოგო ვარ ახლაც.

     

სამომავლოდ რა გეგმები გაქვს?

ჩემი გადაცემა მინდა გავაკეთო, მე ხომ ნანუკამ მიპოვა, ახლა მე მინდა აღმოვაჩინო  განსხვავებული ბავშვები და გავაკეთო მათთან ინტერვიუ.

     

ვიცი რომ კარგად წერ და ხატავ, ეს უბრალოდ ჰობია თუ სერიოზულად აპირებ რომელიმე მათგანი შენს პროფესიად აქციო?

არა, წერაც და ხატვაც უბრალოდ ჰობია, მამაჩემი მხატვარია და მიყვარს მასთან ერთად ხატვა, როცა ვწერ, თან ვხატავ პარალელურად. უბრალოდ ვერთობი ამით.

    

რომელიმე პროფესიაზე თუ გიფიქრია?

კი ან გინეკოლოგი მინდა გამოვიდე, ან მსახიობი, ჯერ ვერ გადავწყვიტე.

        

ვიცი რომ ძალიან გიყვარს წიგნების კითხვა, თუ გყავს განსაკუთრებული პერსონაჟი, ვისაც გინდა რომ გავდე?

კი მყავს, ჯინ ლუიზა ფინჩი, ასევე ჰერმიონ გრეინჯერი ჰარი პოტერიდან, მომწონს ეს წიგნი და საერთოდ მჯერა მაგიის.

 

რომ შეგეძლოს რას შეცვლიდი დედამიწაზე?

 

კარგი ადამიანები არ მინდა კვდებოდნენ, ასევე უფრო კეთილს და მიმტევებელს გავხდიდი სამყაროს. არ მიყვარს ფული და ყველაფერი რაც ფულზე იყიდება, რომ შემეძლოს არც ერთი ბავშვი არ იშიმშილებდა და არავინ იქნებოდა უსახლკარო, მიუსაფარ ცხოველებს ყველას მოვუძებნიდი პატრონს.

 

 

ავტორი: ნინე ულუმბელაშვილი

 

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X