17:17 | 2020-05-15 ავტორი: თამარ გონგაძე

“ყველაზე მეტად მისი ჩუმი სითბო და გამოხედვა მენატრება” – იუბილარ გივი ბერიკაშვილს ქალიშვილი იხსენებს

“ყველაზე მეტად მისი ჩუმი სითბო და გამოხედვა მენატრება” – იუბილარ გივი ბერიკაშვილს ქალიშვილი იხსენებს

დღეს ლეგენდარული მსახიობის, გივი ბერიკაშვილის დაბადების დღეა. კოლორიტი არტისტი 15 მაისს 87 წლის გახდებოდა.

 

უამრავი კინო და სასცენო როლით მაყურებლის დიდი სიყვარული მოიპოვა.

 

2008 წელს, დამსახურებულ არტისტს, მშობლიური, კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრის წინ ვარსკვლავი გაუხსნეს.

 

გურჯაანის რაიონის სოფელ კოლაგში დაბადებულს, ერთი გოჯი მიწაც რომ არ ჰქონდა საყვარელ მიწაზე, გული სტკიოდა, თურმე…

 

გივი ბერიკაშვილი 2017 წლის 10 აპრილს ფილტვების ანთებით გარდაიცვალა…

 

ლეგენდარულ მამას “პრაიმტაიმთან” მანანა ბერიკაშვილი იხსენებს.

 

მანანა ბერიკაშვილი: – ყველაზე მეტად მისი ჩუმი სითბო და გამოხედვა მენატრება… მთლიანად მისი არსებობა მენატრება. რომც არაფერი არ გაეკეთებინა, მისი არსებობა ჩვენი კარგად ყოფნის გარანტი იყო. ახლაც, როდესაც აღარ არსებობს, ჩვენი კეთილდღეობის გარანტია… როცა არ არის, მაშინაც კი.

 

იმდენი კეთილი საქმე აქვს გაკეთებული, რომ სულ წინ მხვდება, სულ, მთელი ცხოვრება. სადაც არ უნდა მივიდეთ, მაღაზია იქნება, საავადმყოფო თუ ნებისმიერი დაწესებულება, ყველგან გივი გვხვდება…

 

გვიანი იყო და “გუდვილში” წავედი. რაღაც პროდუქტს ვყიდილობდი და ჩემთვის უცნობი მამაკაცი გაჩერდა და უცებ მეუბნება – შენ გენაცვალე, გივის სულს ვენაცვალეო, გადავირიე კინაღამ. ჩვენს გარშემო ხალხი შემოიკრიბა… ბოდიში, ვერ გიცანით-მეთქი. თქვენ არ მიცნობთ, არც გივის ვიცნობდიო, მაგრამო და გივის დალოცვა გააგრძელა. ისე კი არა, რომ ორი სიტყვა ეთქვა და გაევლო, ადამიანი იდგა და ხუთი წუთი საუბრობდა, ვინ იყო გივი ბერიკაშვილი.

 

Georgian actor Givi Berikashvili (გივი ბერიკაშვილი ...

 

ერთხელ მანქანით საცობში ვიდექი და ქალი მოდიოდა ხელჯოხით. უცებ ჩემსკენ გამოიხედა და ხმამაღლა დამლოცა, მამას ხსენებით. ვერ გადმოვედი, რომ მადლობა მეთქვა, უკან მანქანები მისიგნალებდნენ…

 

ერთსა და იმავე სასურსათო მაღაზიაში დავდივართ და ყველგან გივი და მისი დატოვებული სიკეთეები გვხვდება…

 

ჩვენც ასე დაგვზარდა. ერთხელ აღსარებაზე მოძღვარი მეკითხება, თუ მოგიპარავსო, კი-მეთქი და გაგიჟდა მოძღვარი. სახლიდან ვიპარავდი ნივთებს, ვთქვათ, ტასანცმელს, ფეხსაცმელს და მიმქონდა იმასთან, ვისაც არ ჰქონდა. ან რატომ ვიპარავდი, ვინ დამიჭერდა?

 

მამაჩემი იკითხავდა, კაცო, სად არის ჩემი ახალი ფეხსაცმელიო? აღმოჩნდებდა, რომ ვიღაცას მივეცი. ასე ვცხოვრობდით ჩვენ. ეს ჩვეულებრივი ამბავი იყო ჩვენს ოჯახში. ამიტომ არაფერი დაგვიგროვებია, არაფერი გაგვაჩნია, გარდა სიყვარულისა, მეგობრებისა და სახელისა, რომელიც ფასდაუდებლად მეძვირფასება. ყველაზე მეტად ამას ვუფრთხილდები.

 

7 ათასი ლარი – სად დასაქმდა მანანა ...

 

გულწრფელად გეუბნებით, მამას ისეთი საქმეები უკეთებია, მაგრამ სიყვარულის გარდა არაფერი უკუგება არ ჰქონია. ალბათ, ვერც გაუბედავდნენ.

 

ძალიან პატარა ხრუშოვის ტიპის სამოთახიან ბინაში ვცხოვრობდით ყველა ერთად. მსახიობებმა მიიღო ბინა, თეატრში გაყვნენ ვიღაცეებს… დედამ კითხა, მამას, გივი, ჩვენო? რად გვინდა, ხომ გვაქვსო?! მერე ვხუმრობდით, რად გვინდა, მამა, ხომ ვეტევით, თავზე ვაზივართ ერთმანეთსთქო. არა უშავს, ერთად ვართ, ზოგს ესეც არ აქვსო, ამბობდა.

 

მისი სახელობის ქუჩა უხაროდა კოლაგში, მაგრამ გულისწყვეტა ჰქონა, რომ პატარა გოჯი მიწაც არ ჰქონდა კახეთში. ვინ დაიჯერებს ახლა, რომ გივი ბერიკაშვილს კახეთში ერთი მტკაველი მიწაც არ დარჩენია.

 

– როგორი მამა იყო?

 

– უხერხულია, მიჭირს როგორ ვთქვა, 60 წლის ქალმა 87 წლის მამაზე, მაგრამ ასეა, მისი წასვლით ყველაფერი ჩამოგვეჭრა და განახევრდა ჩვენთვის. იყო ძალიან თბილი, ყურადღებიანი, იმედი. ჩუმად და ახსნა-განმარტების გარეშე, თავისი მაგალითებით გვასწავლა, როგორ გვეცხოვრა.

 

– და მეუღლე როგორი იყო?

 

– დედა საჭეთმპყრობელია, ყველაზე და ყველაფერზე ზრუნავდა, რომ ჩვენ კარგად ვყოფილიყავით და მამისგან გვესწავლა ის, რაც უნდა გვესწავლა. გივის წარმატებების საწინდარი, მისი მეუღლე იყო.

 

თბილისის ერთ-ერთ ქუჩას შესაძლოა ...

 

დაბადების დღის აღნიშვნა უყვარდა?

 

– რად გინდათ ახლაო, ამბობდა. ჩუმად ვუკეთებდით სიურპრიზებს. მაყურებელიც, მეგობრებიც სულ სიურპრიზებს უწყობდნენ და ამით ნამდვილად იყო გათამამებული.

ავტორი: თამარ გონგაძე

0
კომენტარი - +