fbpx
17:19 | 2020-07-10 ავტორი: თამარ ბოჭორიშვილი

“ყველაზე მეტად აძლევს ხელს ბრალდებულებს” – ვახო სანაია გიორგი შაქარაშვილის საქმეს ისევ ეხმაურება

“ყველაზე მეტად აძლევს ხელს ბრალდებულებს” – ვახო სანაია გიორგი შაქარაშვილის საქმეს ისევ ეხმაურება

ჟურნალისტი ვახო სანაია შაქარაშვილის სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნას სოციალურ ქსელში ეხმიანება.

 

ჟურნალისტი აღნიშნავს, რომ დასკვნა ისეთი დოკუმენტია, რომელიც ინტეპრეტაციის საშუალებას იძლევა. ხოლო ის, თუ რამდენად ენდობა საზოგადოება ამ დოკუმენტს უკვე ცალკე მსჯელობის საგანია.

 

 

„ექსპერტიზამ დაწერა:

 

1. ასფიქსია წყალში დახრჩობით

 

2. სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე მიიღო დაზიანებები

 

ექსპერტიზამ გვამის წყალში გადაგდება გამორიცხა. რა ვერსიები გამომდინარეობს ამ ორი პუნქტიდან და ინტერპრეტაციის რა საშუალებას იძლევა ეს დასკვნა. განვიხილოთ სამი ვარიანტი:

 

გიორგი შაქარაშვილი მოკლეს და არაგვში გადააგდეს! - 19 წლის ფეხბურთელის ოჯახის პოზიცია
2020-07-10გიორგი შაქარაშვილი მოკლეს და არაგვში გადააგდეს! - 19 წლის ფეხბურთელის ოჯახის პოზიცია

 

1. გიორგი შაქარაშვილი გარბოდა, გადავარდა ხევში, თავისით მიიღო დაზიანებები, მას ხევში უკვე არავინ მისდევდა, შემდეგ ჩავიდა წყლამდე, გადადიოდა მეორე ნაპირზე და დაიხრჩო.

 

2. გიორგი შაქარაშვილმა ეს დაზიანებები მიიღო ადამიანური ზემოქმედებით ანუ მას სცემეს, დაუსხლტა ხელიდან, გაიქცა ხევში, მივიდა წყლამდე, გადადიოდა მეორე ნაპირზე და დაიხრჩო.

 

3. გიორგი შაქარაშვილს სცემეს და ჯერ კიდევ ცოცხალი გადააგდეს წყალში.

 

სულ ამ სამი ვერსიის განვითარების საშუალებას ტოვებს ექსპერტიზის დღევანდელი დასკვნა.

 

1 ვარიანტი: ყველაზე მეტად აძლევს ხელს ბრალდებულებს

 

2 ვარიანტი: მათ მდგომარეობას ამძიმებს, მაგრამ არც ისე ძალიან, რადგან დაზიანებებს არ გამოუწვევია სიკვდილიო – დაწერა ექსპერტიზამ.

 

3 ვარიანტი: არის ყველაზე მძიმე ამბავი მათთვის

 

ასე რომ, ეს დასკვნა ისეთი დოკუმენტია, რომელიც ინტერპრეტაციის საშუალებას იძლევა. გააჩნია, რას იტყვის დამატებითი ექსპერტიზა სხეულის დაზიანებებთან დაკავშირებით – კონკრეტულად რა საგნით შეიძლება, იყოს მიყენებული და ა.შ. და რა ბრალი წავა სასამართლოში.

 

 

ექსპერტიზა: შაქარაშვილს აღენიშნება მკვრივი-ბლაგვი საგნით მიყენებული დაზიანებები
2020-07-10ექსპერტიზა: შაქარაშვილს აღენიშნება მკვრივი-ბლაგვი საგნით მიყენებული დაზიანებები

 

ეს მსჯელობა ეფუძნება ექსპერტიზის დასკვნას, რომელმაც გამორიცხა შაქარაშვილის უკვე გარდაცვლილის მოხვედრა წყალში.

 

მეორე საკითხია, ვინ ენდობა ან არ ენდობა თავად ამ დასკვნას. სოციალურ ქსელში უკვე არის კამათი და მსჯელობა ნდობის საკითხზეც და ამიტომ აღვნიშნე ეს ფაქტორიც.

 

მედიისა და მთლიანად საზოგადოების ყურადღებას ამ საქმის მიმართ აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა“, – წერს სანაია.

ავტორი: თამარ ბოჭორიშვილი

0
კომენტარი - +

X