
ბოლო დროის ყველაზე გახმაურებული და სკანდალური სასამართლო პროცესი დასრულდა. სასამართლომ 57 წლის ჯონი დეპი დამნაშავედ ცნო.
მოსამართლემ კონის მეუღლე, ემბერ ჰარდი ოჯახური ძალადობის მსხერპლად აღიარა. დასკვნაში წერია, რომ ჯონმა მეუღლეს 12-ჯერ სცემა.
„ზოგიერთი ინციდენტი იმდენად სერიოზული იყო, რომ მეშინოდა, არ მოვეკალი, განზრახ თუ უბრალოდ კონტროლის დაკარგვის გამო. ვგრძნობდი, რომ ჩემი მოკვლა შეეძლო“ – განუცხადა სასამართლოს ემბერმა.
სასამართლოს გადაწყვეტილება ადვოკატებისთვის მოულოდნელი არ ყოფილა. უცხოური გამოცემები წერენ, რომ ჯონი დეპის მარცხი, მის კარიერას დიდ ზიანს მიაყენებს.