16:29 | 2021-06-02 ავტორი: თამარ გონგაძე

“ყველაზე დიდი ჩასაფრება “ელენზე” გველოდება… იცით, როგორი ინტერესია?” – ვინ წაიყვანს “ელენ შოუს” “რუსთავი 2”-ზე?

“ყველაზე დიდი ჩასაფრება “ელენზე” გველოდება… იცით, როგორი ინტერესია?” – ვინ წაიყვანს “ელენ შოუს” “რუსთავი 2”-ზე?

კინოფილმებისა და ტელეგადაცემების მწარმოებელი ამერიკული კომპანია Warner brothers-ი, 19 წლიანი თავბრუდამხვევი წარმატების შემდეგ, “ელენ დეჯენერესის” შოუსთვის ახალ წამყვანს ეძებს. ელენი შოუს გამოემშვიდობა. შოუს წამყვანს ეძებს ამ ლიცენზირებული პროექტის ქართული ანალოგიც.

 

უკვე იცით, რომ “რუსთავი 2”-მა არაერთი რეიტინგული ტელეარხის ლიცენზირებული შოუ შეიძინა და ახალ საეთერო ბადეს, მსოფლიოში პოპულარული ტელეპროდუქტებით, მალე შეავსებს.

 

“რუსთავი 2”-ის მაყურებელი მალე იხილავს “ელენ შოუს”, თუმცა ჯერ ცნობილი არ არის, თუ ვინ იქნება შოუს წამყვანი. კანდიდატების ინტენსიური განხილვა მიდის, სინჯები იწერება…

 

ტელეკომპანიის მთავარმა რეჟისორმა, დემნა ჯაფარიძემ და არხის მთავარმა პროდიუსერმა, გიორგი ხაბურზანიამ, შოუს დეტალები, “ღამის კურიერში”, მოკლედ გაგვაცნეს.

 

 

დემნა ჯაფარიძე: – კოლეგებთან საუბრისას გამოიკვეთა, რომ ყველაზე დიდი ჩასაფრება “ელენზე” გველოდება. იცით, როგორი ინტერესია? არის ვარიანტები, შემოთავაზებები… შიდა ბუმი გვაქვს და ყველაზე რთული ეს აღმოჩნდა. კარგად გვიცნობენ, კარგად შიფრავენ, იციან, დაახლოებით როგორი უნდა იყოს ჩვენი “ელენი”. ჩვენ თავს ვიმართლებთ, იცით, რა პატარა ქვეყანაა, ცოტა არჩევანი გვაქვს, მოდით, რეალურად შევხედოთ-მეთქი… არჩევანი მალე უნდა გავაკეთოთ. სულ ცოტა ხანში… პილოტები და… ავარჩევთ.

 

 

გიორგი ხაბურზანია: – ბევრ ქვეყანას არ აქვს “ელენ შოუს” ანალოგი გაკეთებული. იტალიელებს კარგი ვარიანტი აქვთ, შავგრემანი ელენი ჰყავთ. ჩვენც, ექსპერიმენტის სახით, ვთავაზობთ ჩვენს ვერსიას…

 

დემნა ჯაფარიძე: – შავგრემანის გზა მოგვეწონა…

 

გიორგი ხაბურზანია: – ეს არის მხიარული და პოზიტიური შოუ, სადაც სერიოზული თემებიც უნდა იყოს. ამ შოუში სიცოცხლის სიყვარულის ზეიმია…

 

ავტორი: თამარ გონგაძე


X