00:20 | 2021-05-21 ავტორი: Prime Time

ყველას სურს სადმე გვიკბინოს ან რამე მოგვაკბიჩოს, ვინც ამას აპირებს, კბილებს ჩავულეწავთ – ვლადიმერ პუტინი

ყველას სურს სადმე გვიკბინოს ან რამე მოგვაკბიჩოს, ვინც ამას აპირებს, კბილებს ჩავულეწავთ – ვლადიმერ პუტინი

რუსეთის პრეზიდენტმა საორგანიზაციო კომიტეტ „პობედას“ სხდომაზე განაცხადა, რომ ვისაც სურთ, რომ რუსეთის რაიმე ნაწილი წაგლიჯონ – „კბილებს დააყრევინებს“ და ამის საწინდარი, პუტინის თქმით, არის „შეიარაღებული ძალების განვითარება“. ინფორმაციას „რადიო თავისუფლება“ ავრცელებს.

 


20 მაისს პუტინმა განაცხადა, რომ „ყოველთვის ხდება ერთი და იგივე“, როგორც კი რუსეთი „უფრო ძლიერდება, მაშინვე პოულობენ საბაბს, რათა შეზღუდონ მისი განვითარება.“

 

ამასთან პუტინს არ უთქვამს კონკრეტულად, თუ ვინ არის ის ვიღაც, ვისაც რუსეთის ტერიტორიის წაგლეჯვა სურს და ვინც საჯაროდ ბედავს იმის თქმას, რომ “რუსეთს უსამართლოდ ეკუთვნის ისეთი მდიდარი რეგიონი, როგორც ციმბირია“.

 

ავტორი: Prime Time


X

error: Content is protected !!