15:04 | 2020-06-11 ავტორი: თამარ ბოჭორიშვილი

ყველას მამას ყველაფერი გავუკეთე და მამაჩემისთვის არაფერი გამიკეთებია – ბასა ფოცხიშვილმა მამას ახალი პროექტი მიუძღვნა

ყველას მამას ყველაფერი გავუკეთე და მამაჩემისთვის არაფერი გამიკეთებია – ბასა ფოცხიშვილმა მამას ახალი პროექტი მიუძღვნა

ქართველ პოეტს მორის ფოცხიშვილს დღეს 90 წელი შეუსრულდებოდა. მისმა ქალიშვილმა, რეჟისორმა ბასა ფოცხიშვილმა საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, ახალი პროექტი შექმნა, რომელიც სოციალურ ქსელში უკვე დიდი პოპულარობით სარგებლობს.

 

„პრაიმტაიმი“ ბასა ფოცხიშვილს დაუკავშირდა, რომელმაც ახალ პროექტზე და მამაზე ისაუბრა.

 

– დღეს არის მამაჩემის, მორის ფოცხიშვილის დაბადების დღე – 90 წლისთავი. ვინაიდან პანდემიაა და ხალხმრავალი ღონისძიებები არ შეიძლება, გადავწყვიტე ამ ფორმით ამეღნიშნა მისი იუბილე.

 

სულ მწყდებოდა გული, რადგან ყველას მამას ყველაფერი გავუკეთე და მამაჩემისთვის არაფერი გამიკეთებია, ვგულისხმობ საიუბილეო ღონისძიებებს, მაგრამ მამა ჩემი ნაწილია, სათუთი თემაა ჩემთვის და მერიდება ვინმეს რაიმე ვთხოვო.

 

წელს გადაწყვეტილი მქონდა, 90 წლის იუბილესთან დაკავშირებით, ღონისძიების გაკეთებას, მაგრამ ვერ მოვახერხეთ.

 

მალე გამოვა მორის ფოცხიშვილის ოთხტომეული, რომელსაც „მაგთი“ გამოსცემს, ამ წიგნის პრეზენტაცია მქონდა დაგეგმილი, მაგრამ…

 

რაც შეეხება ამ ვიდეორგოლს, ერთი კვირის წინ, დამკრა თავში და მოკლე პერიოდში შეიქმნა. ეს არის ის, რაც მორისს ყველაზე მეტად მოეწონებოდა.

 

ყველა მეგობარი გვერდით დამიდგა, ასე, რომ ეს ყველას პროექტია.

 

შეყვარებული მამაკაცის სიმბოლო - კახი 85 წლის გახდა
2020-06-05შეყვარებული მამაკაცის სიმბოლო - კახი 85 წლის გახდა

 

– რთული არ იყო პანდემიის პერიოდში, ვიდეორგოლზე მუშაობა?

 

– დაცული მაქვს ყველა ნორმა, რთული არ იყო. სასიამოვნო იყო, დიდი სიამოვნება მივიღეთ მუშაობისას. იმიტომ რომ ეს იყო გულწრფელი და ბუნებრივი.

 

– ბატონი მორისი გამორჩეული იყო თავისუფალი ბუნებით…

 

– თვითონ იყო თავისუფალი ნებისმიერ დროში და ახლაც თავისუფალი იქნებოდა, ეს ადამიანის ბუნებაა. მე და თამრიკოც ასე თავისუფლად გაგვზარდა, ყოველთვის განსხვავებული და ნოვატორული რაღაცეები მოსწონდა, მე ეს გავუკეთე მამაჩემს და დარწმუნებული ვარ გაგიჟდებოდა.

 

– რით ჰგავხართ მამას, თავისუფლების სიყვარულის გარდა?

 

– მამას ბევრი რაღაცით ვგავარ. პირველი რითაც ვგავარ, ვგიჯდები სილამაზეზე, ყოველთვის ვცდილობ ადამიანს მივუტევო. გული არ ვატკინო არავის.

 

ვგიჯდები სიცოცხლეზე და ადამიანებზე, ნიჭიერებზე და ლამაზებზე.

 

გასაგებია, მთლად ისეთი ვერ ვიქნები, რადგან მამა პოეტი იყო და პოეტი ნიშნავს სულ სხვა რაღაცას, ამაღლებულია.

 

– თავად ხომ არ გიცდიათ ერთხელ მაინც ლექსი დაგეწერათ?

 

– მე ლექსი არასოდეს არ დამიწერია, თუმცა ყველა ლექსი ზეპირად ვიცი, არამხოლოდ მორისის, არამედ ყველა პოეტის.

 

 

სსუ!!!

ბასა ფოცხიშვილის პროექტი სსუ!!!მორის ფოცხიშვილს, საიუბილეოდ… პანდემიისასHUSH!!!Project by Basa PotskhishviliDedicated to Moris Potskhishvili Anniversary during the pandemic…

Posted by Event company Studio 1.2.3 on ოთხშაბათი, 10 ივნისი, 2020

ავტორი: თამარ ბოჭორიშვილი

0
კომენტარი - +