11:43 | 2020-03-12 ავტორი: თეონა ყაჭიური

ყველას ეძლევა რეკომენდაცია, გადავიდეს დისტანციურ სამუშაო რეჟიმზე – გიორგი გახარია

ყველას ეძლევა რეკომენდაცია, გადავიდეს დისტანციურ სამუშაო რეჟიმზე – გიორგი გახარია

კორონავირუსის გავრცელების გამო, საქართველოს მთავრობის და სახელმწიფოს ყველა უწყებას ეძლევა რეკომენდაცია, გადავიდეს დისტანციურ მუშაობაზე. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

 

მისი თქმით, ეს რეკომენდაცია კერძო სექტორსაც ეხება.

 

„საქართველოს მთავრობის და სახელმწიფოს ყველა უწყებას ეძლევა რეკომენდაცია, გადავიდეს დისტანციურ მუშაობაზე. თითოეული თანამშრომელი, რომლის ადგილზე ყოფნა არ არის აუცილებელი, იყოს დისტანციურ მუშაობაზე. ასეთივე რეკომენდაცია ეძლევა ყველა კერძო სტრუქტურას. ასევე, უნდა გავითვალისწინოთ, რომ ამ ნაბიჯმა ხელი არ უნდა შეუშალოს მთავრობის და სახელმწიფოს მუშაობას“,- განაცხადა გიორგი გახარიამ.

 

ცნობისთვის, ამჟამად საქართველოში კორონავირუსის 24 შემთხვევაა დაფიქსირებული.

ავტორი: თეონა ყაჭიური

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები