11:58 | 2021-07-11 ავტორი: Prime Time

ყველამ თქვას, რომ ქრისტეს სახელით ადამიანი მოკლეს – პეტრე კოლხი ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებაზე

ყველამ თქვას, რომ ქრისტეს სახელით ადამიანი მოკლეს – პეტრე კოლხი ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებაზე

დეკანოზი პეტრე კოლხი (კვარაცხელია) „ტვ-პირველის” ოპერატორის ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

 

„გამოვიდეს ყველა და პასუხი აგოს მოკლული ადამიანის წინაშე… ყველამ თქვას, რომ ქრისტეს სახელით ადამიანი მოკლეს… სად არის ის ხალხი, ადამიანებს რომ უღმერთოდ გაუსწორდნენ და მერე რუსთაველზე „გამარჯვების” ნიშნად „დაისი” იცეკვეს!.. ცეკვა სიკვდილის სახელით!..”, – წერს დეკანოზი პეტრე კოლხი.

 

ცნობისთვის, ლექსო ლაშქარავამ 5 ივლისს სხვადასხვა სახის დაზიანებები მიიღო. მას აქციაზე ფიზიკურად გაუსწორდნენ.

 

შსს-მ ოპერატორ ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

 

ასევე ნახეთ:

 

 

კოვიდით ახალგაზრდა ქალი გარდაიცვალა, რომელსაც 14 დღის ჩვილი დარჩა

 

ავტორი: Prime Time

X