22:12 | 2020-09-14 ავტორი: Prime Time

„ყველამ იცოდა… როცა საშველი იყო არავინ დაგვხმარებია…“ – სტამბულში მოკლული ქართველი გოგოს დედამთილი

„ყველამ იცოდა… როცა საშველი იყო არავინ დაგვხმარებია…“ – სტამბულში მოკლული ქართველი გოგოს დედამთილი

სტამბოლში მეუღლის მკვლელობაში ბრალდებულის, ირაკლი შურღაიას დედის საუბრიდან ირკვევა, რომ ძალადობის შესახებ ინფორმირებული იყო ყველა, თუმცა რეაგირება არავის მოუხდენია. ქალის მტკიცებით, არც სოციალურ სამსახურს.

 

„ირაკლი ლტოლვილია და ჰაერია, სახლი არსად აქვს. არ ვიცი, სად არის ჩემი შვილი. როცა საშველი იყო, არავინ დაგვხმარებია, არც სოციალური სამსახური, არავინ“, – ამბობს „კურიერთან“ ბრალდებულის დედა.

 

იხილეთ ვიდეო: 32 წლის ქართველი ქალი ქმარმა დანით დაჩეხა და სახლიდან გაიქცა

 

შეგახსენებთ, 32 წლის თამთა ჯანჯღავას ცხედარი თურქეთის ქალაქ სტამბულში, ჩაკეტილ სახლში იპოვეს.

 

ვინ არის ზუგდიდელი მამაკაცი, რომელმაც მეუღლე სასტიკი მეთოდით მოკლა
2020-09-14ვინ არის ზუგდიდელი მამაკაცი, რომელმაც მეუღლე სასტიკი მეთოდით მოკლა

 

 

როგორც „პრაიმტაიმს“ გარდაცვლილის ახლობლები უყვებიან, ახალგაზრდა ქალი ქმარმა დანით დაჩეხა და სახლიდან გაიქცა. გარდაცვლილს სენაკში ორი მცირეწლოვანი შვილი დარჩა.

 

ახლობლების გადმოცემით, ქმარი ცოლზე სისტემატიურად ძალადობდა და მკვლელობის მცდელობას წარსულშიც ჰქონდა ადგილი.

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +

X