fbpx
16:13 | 2020-07-01 ავტორი: თამარ ბუჩუკური

ყველაფერზე მეტად მიყვარს, მეშინია დედა არ დავკარგო – 19 წლის გოგოს დედის გადასარჩენად დახმარება სჭირდება

ყველაფერზე მეტად მიყვარს, მეშინია დედა არ დავკარგო – 19 წლის გოგოს დედის გადასარჩენად დახმარება სჭირდება

„ყველაფერზე მეტად მიყვარს, არც კი მინდა ვიფიქრო, რომ დადგება დღე, როცა ერთად აღარ ვიქნებით, ამიტომ მისი კარგად ყოფნისთვის ყველაფერს ვაკეთებ- ასე იწყებს საუბარს პრაიმტაიმთან ახალგაზრდა გოგონა.

 

ელენე თინეიჯერია. მისი თანატოლები ახლა, ზაფხულის კურორტებზე, გართობის სხვადასხვა საშუალებებზე, ტრენდულ სამოსზე, კარიერასა და პირად ცხოვრებაზე ფიქრობენ. 19 წლის ელენე კი, დედაზე ფიქრობს, რომელსაც სიმსივნე აქვს.

 

ბევრი ბრძოლის შედეგად, დაავადება მკურნალობას დაექვემდებარა. გოგონა დედას დამოუკიდებლად უვლის. ახლობლების დახმარებით აქამდე მოვიდნენ, მაგრამ ახლა ის დროა, როცა კეთილი ადამიანები უნდა გამოჩნდნენ…

 

ეს სტატია სულ რაღაც ათასმა კეთილმა მკითხველმა რომ წაიკითხოს და დედა-შვილის საკეთილდღეოდ თითო ლარი გაიღოს, ელენე დედის მკურნალობას გააგრძელებს.

 

ქალბატონს სიმსივნის გარდა, შაქრიანი დიაბეტიც აქვს. ბოლო დროს ხშირია შემთხვევა, როცა შაქრის დონის გასაზომად აპარატის სპეციალური ჩხირები არ აქვს.

 

„ერთი კოლოფი დაახლოებით, ათი დღე გვყოფნის, ახლა აღარ გვაქვს და არ ვიცი, დედას შაქარი რამდენი აქვს“.

 

ოჯახს სოციალურად დაუცველის სტატუსი და შესაბამისად, დახმარება ჯერ არ აქვს. განცხადება უკვე დაწერეს და ქულების მინიჭებას ელოდებიან.

 

„მახსოვს ბაკურიანში ვიყავი, ნინიმ დამირეკა“ - როგორ გაუმხილეს ანასტასია ხაჩიძეს დედის, ხათუნა ჟორდანიას დიაგნოზი
2020-06-19„მახსოვს ბაკურიანში ვიყავი, ნინიმ დამირეკა“ - როგორ გაუმხილეს ანასტასია ხაჩიძეს დედის, ხათუნა ჟორდანიას დიაგნოზი

 

„19 წლის ვარ, სკოლის დამთავრების შემდეგ, სწავლა ოფისმენეჯერის მიმართულებით კოლეჯში განვაგრძელე. სამსახური სამწუხაროდ არ მაქვს, დედას მარტო ვერ ვტოვებ. მე არც დედმამიშვილი მყავს, ვინც დამეხმარებოდა.

 

მშობლები განქორწინებულები არიან, მაგრამ ჩემი მამა შეძლებისადგვარად მაინც გვეხმარება. ეს ძალიან მწირია, მაგრამ დასაფასებელი.

 

დედას სიმსივნე აქვს, მეტასტაზები ღვიძლში გავიდა. გასულ წელს ოპერაცია გაუკეთდა. ქიმიოთერაპიის კურსი ვერ დაასრულა, რადგან ფული არ გვაქვს, რომ დარჩენილი ორი კურსიც ჩაუტარდეს.

 

თითქოს დიდი თანხა არ გვჭირდება, მაგრამ უმუშევრები ვართ და ამიტომ, 1000 ლარი ჩვენთვის უზარმაზარი ფულია, რომელსაც ვერსად ვიშოვი.

 

იცით რა დროს ვეღარ ვაგრძელებთ მკურნალობას? ფეხზე რომ წამოდგა და ოთახში რომ დადის…

 

ის იყო, იმედი მომეცა, მარტო არ დამტოვა უფალმა და შეისმინა ჩემი ვედრება-მეთქი, როცა ვიფიქრე, სწორედ მაშინ. ჩვენ სახლი არ გვაქვს, ბიძა საზღვარგარეთ ცხოვრობს და მის სახლში ვართ დროებით, ქირას ვერ გადავიხდიდით.

 

ისიც გვეხმარებოდა და ასე გაუკეთდა დედას ექვსი ქიმიოთერაპიის კურსი. პანდემიის გამო, ბიძაც უმუშევარი დარჩა და ვეღარ ვახერხებთ.

 

დედას შაქრიანი დიაბეტიც აქვს. ჩვენთვის ძალიან ძვირია შაქრის საზომი ჩხირები, აპარატი კი გვაქვს. ბოლო რამდენიმე კვირაა არ გაუზომია და არ ვიცი, რამდენი აქვს. ამაზე ცალკე ვფიქრობ და მეშინია.

 

თითო კოლოფი ათი დღე ჰყოფნის. ჩვენ კი ვეღარ ვყიდულობთ, ძვირია. ახლა, ისე მეშინია წყალში არ ჩაიყაროს აქამდე ნამკურნალევი. დედა არ დავკარგო, რომ წარმოდგენაც კი მზარავს.

 

ყველაზე და ყველაფერზე მეტად მიყვარს, ჩვენ ორი ვართ და არ მინდა მარტო დავრჩე.“ – ამბობს ელენე.

 

ანგარიშის ნომერი: საქართველოს ბანკი GE04BG0000000162036134

 

მიმღები: ჯავახიშვილი ელენე

 

ავტორი: თამარ ბუჩუკური

0
კომენტარი - +

X