15:48 | 2021-04-17 ავტორი: Prime Time

ყველაფერი გადავიდა რობერტ სტურუაზე… თეატრიდან ვერ გავუშვებთ – გოგა ბარბაქაძე

ყველაფერი გადავიდა რობერტ სტურუაზე… თეატრიდან ვერ გავუშვებთ – გოგა ბარბაქაძე

რუსთაველის თეატრთან, სადაც აქციის მონაწილეებსა და მსახიობებს შორის დაპირისპირება მოხდა გოგოა ბარბაქაძეც იმყოფებოდა.

 

გოგა ბარბაქაძის განმარტებით, მსახიობების გაღიზიანება აქციის მონაწილეების მხრიდან რუსთაველის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის რობერტ სტურუას მისამართით გაკეთებულ შეურაცხმყოფელ განცხადებებს მოჰყვა.

 

VIDEO: ხმაური და დაპირისპირება რუსთაველის თეატრთან
2021-04-17VIDEO: ხმაური და დაპირისპირება რუსთაველის თეატრთან

 

„ჩვენი გაღიზიანება გამოიწვია იმან, რომ ყველაფერი გადავიდა რობერტ სტურუაზე, თითქოს მან წაახალისა ბესო ზანგური. მოხსნილის ეს კაცი ყველა სპექტაკლიდან, იურიდიულად რაც შეუძლია გააკეთოს თეატრმა, უკვე გააკეთა.

 

თუ აღიძრება სისხლის სამართლის საქმე და ეს კაცი დამნაშავედ გამოცხადდება, რუსთაველის თეატრი მიიღებს კიდევ უფრო მეტ გადაწყვეტილებას. სოლიდარობას ვუცხადებთ ნინუცა მაყაშვილს ჩვენც და მთელი თეატრიც, ვგმობთ ძალადობას.

 

რობერტ სტურუას ბესო ზანგურისთვის სოლიდარობა არ გამოუცხადებია და არ გაუმართლებია მისი საქციელი, ბატონმა რობერტმა თქვა, რომ თუ დამნაშავე ნაპოვნი არ არის, რატომ დავსაჯოთ ადამიანი. ამაზე გამოვიდნენ და თქვეს, რომ ახალისებს ბესო ზანგურს, იმიტომ, რომ ის არის დამნაშავე.

 

სანამ ეს აქცია დაიწყებოდა, აქციის მონაწილეებმა თქვეს, რომ რობერტ სტურუა არის ბოროტება, შეურაცხყოფას აყენებს ქალებს და ამცირებს. თუ რეპეტიციაზე ნამყოფი არ არიან, საიდან აქვთ ეს ინფორმაცია? თეატრში 61 ადამიანი მუშაობს, მათ შორის ქალებიც, არავინ არაფერს არ ამბობს და ეს არაფერს არ ნიშნავს?”, – აღნიშნა გოგა ბარბაქაძემ.

ავტორი: Prime Time

X