15:39 | 2020-07-26 ავტორი: Prime Time

„ყველა ოჯახს ელოდება ეს ტრაგედია… ჩემთან უნდა დამთავრდეს“ – ბაჩალიაშვილის მამა

„ყველა ოჯახს ელოდება ეს ტრაგედია… ჩემთან უნდა დამთავრდეს“ – ბაჩალიაშვილის მამა

23 წლის გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის მამა ჯუმბერ ბაჩალიაშვილი, მედიასთან ამბობს, რომ თამუნა ბოლო 4 თვე ნაღვლიანი იყო, თუმცა მიზეზს არ ამბობდა.

 

„უღმერთობას და უსამართლობას გაანებონ თავი, მიხედონ ერთხელ მაინც. ჩემთან დამთავრდეს, ყველა ოჯახს ელოდება, დამთავრდეს ეს ტრაგედია. მთელი ცხოვრება უნდა გავწამდე. გამორიცხულია თვითმკვლელობა, არავითარი პრობლემა არ ჰქონია. ნაღვლიანს ვხედავდი, გული იმიტომ მიკვდება, 4 თვეა უფრო მეტიც, არაფერს მეუბნებოდა, შვილო რა გჭირს… არ მეუბნებოდა“, – განაცხადა თამარ ბაჩალიაშვილის მამამ.

 

5-დღიანი სამძებრო სამუშაოების შემდეგ, 23 წლის ანა ბაჩალიაშვილი თეთრიწყაროს ტყეში, საკუთარ ავტომობილში გარდაცვლილი იპოვეს.

 

გოგონას სიკვდილის სავარაუდო მიზეზად თვითმკვლელობა სახელდება, რომელსაც ოჯახი კატეგორიულად ეწინააღმდეგება. თამარ ბაჩალიაშვილის მამას დაზარალებულის სტატუსი მიანიჭეს, რაც იმას ნიშნავს რომ ადვოკატთან ერთად, საქმის მასალების გაცნობას შეძლებს.

 

ასევე ცნობილია, რომ ბაჩალიაშვილის ავტომობილში ექსპერტ-კრიმინალისტებმა გარკვეული სახის მედიკამენტები და წერილი იპოვეს.

 

ავტორი: Prime Time

0
კომენატარი - +

მსგავსი სიახლეები

X