13:48 | 2020-10-08 ავტორი: თეონა ყაჭიური

ყველა მთავარი გადაწყვეტილება, რომელიც დღეს მთავრობის სხდომაზე გაჟღერდა

ყველა მთავარი გადაწყვეტილება, რომელიც დღეს მთავრობის სხდომაზე გაჟღერდა

დღეს, 8 ოქტომბერს გამართულ მთავრობის სხდომაზე რამდენიმე საკითხი განიხილეს. პრემიერ-მინსიტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომა დავით გარეჯის საქმეზე საუბრით დაიწყო.

 

როგორც პრემიერი ამბობს, საქართველო-აზერბაიჯანის საზღვართან დაკავშირებული გამოძიების პოლიტიზირება მიუღებელი და დაუშვებელია.

 

მთავრობის სხდომაზე ასევე ცნობილი გახდა, რომ კომპანიებს, რომლებსაც მიენიჭება საერთაშორისო კომპანიების სტატუსი, მნიშვნელოვანი საგადასახადო შეღავათები დაუწესდებათ. შეღავათით ისარგებლებენ აიტი და საზღვაო სფეროს წარმომადგენლები.

 

ამასთან, ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარაინმა განმარტა, რომელ კომპანიებს შეუძლიათ მიიღონ საერთაშორისო სტატუსი და რა პირობებეს უნდა აკმაყოფილებდნენ ისინი.

 

ნახეთ დეტალურად, მინისტრის მიერ ჩამოთვლილი პირობები კომპანიებისთვის: 

 

რას ამბობდა დავით გარეჯის წინამძღვარი გასულ წელს ივერი მელაშვილზე
2020-10-08რას ამბობდა დავით გარეჯის წინამძღვარი გასულ წელს ივერი მელაშვილზე

 

ასევე, ცნობილი გახდა, რომ თუკი საოჯახო სასტუმროების მფლობელებს სურვილი ექნებათ და ბანკებს მიმართავენ, მათ სესხებს ისევ გადაუვადებენ.

 

„არის მზადყოფნა იმის, რომ თუკი მას მიმართავენ მცირე, საშუალო ზომის საოჯახო სასტუმროები, ზომას არ აქვს მნიშვნელობა, ბანკები მზად არიან, რომ კვლავ განიხილონ სესხების რესტრუქტურიზაცია“,- აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ.

ავტორი: თეონა ყაჭიური

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები