fbpx
13:02 | 2020-10-20 ავტორი: თეონა ყაჭიური

ყველა მთავარი გადაწყვეტილება, რომელიც დღეს მთავრობის სხდომაზე გახდა ცნობილი

ყველა მთავარი გადაწყვეტილება, რომელიც დღეს მთავრობის სხდომაზე გახდა ცნობილი

დღეს, 20 ოქტომბერს მთავრობის სხდომაზე რამდენიმე საკითხი განიხილეს. ეპიდემიოლოგიური სიტუაციის შეფასების შემდეგ, მთავრობის წევრებმა რამდენიმე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილტებაც გააჟღერეს, რაც ეპიდსიტუაციიდან გამომდინარეობს.

 

დღეს მიღებული გადაწყვეტეილებები ასეთია: 

 

თბილისისა და იმერეთის შემდეგ, რესტორნები 22:00 საათის შემდეგ მცხეთაშიც აღარ იმუშავებს. 

 

ასევე, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი, ნათია მეზვრიშვილი არ გამორიცხავს, რომ პირბადის ტარების წესების დარღვევისთვის ზომები გამკაცრდეს. როგორც მან აღნიშნა, ამისთვის საკანონმდებლო ცვლილებების მიღებაც არ იქნება პრობლება.

 

ამასთან, ცნობილი გახდა, რომ ხვალიდან სამშობლოში დაბრუნებულ მოქალაქეებს სავალდებულო კარანტინის გავლა აღარ მოუწევთ.

 

კარანტინის გავლა არ შეეხებათ მათ, ვისაც PCR ტესტზე წინასწარ ექნებათ უარყოფითი პასუხი. ხოლო ისინი, ვისაც ტესტის პასუხი არ ექნებათ ჩვეულებრივ ისევ საკარანტინო სივრცეში გადავლენ.

 

რაც შეეხება განათლების სისტემას, როგორც დღეს გამართულ სხდომაზე გახდა ცნობილი, სკოლები, სადც საარჩევნო უბნებია განთავსებული, ოთხშაბათს, ხუთშაბათს და პარასკევს დისტანციურ რეჟიმზე გადავლენ. მინისტრის განმარტებით, ეს შეზღუდვა მხოლოდ შემდეგ კვირას ეხება. არჩევნების შემდეგ კი სკოლებში სწავლა ჩვეულებრივ რეჟიმში გაგრძელდება.

 

როგორც განათლების მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა აღნიშნა, მათი სურვილია, რომ მეშვიდედან მეთორმეტე კლასის ჩათვლით მოსწავლეები ამ სემესტრში დაუბრუნდნენ საკლასო ოთახებს.

 

ასევე, ხვალ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი იხსნება

ავტორი: თეონა ყაჭიური

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X