14:20 | 2020-05-07 ავტორი: Prime Time

ყველა მაღაზია გაიხსნება, გარდა ტანსაცმლისა და ფეხსაცმლისა – 11 მაისს შეზღუდვები შემსუბუქდება

ყველა მაღაზია გაიხსნება, გარდა ტანსაცმლისა და ფეხსაცმლისა – 11 მაისს შეზღუდვები შემსუბუქდება

მთავრობის გადაწყვეტილებით, 11 მაისიდან ყველა სახის წარმოება გაიხსნება. შესაბამისი განცხადება პრემიერ-მინისტრმა გააკეთა.

 

მისივე განმარტებით, 11 მაისიდან ასევე გაიხსნება ყველა მაღაზია, გარდა ტანსაცმლისა და ფეხსაცმლისა.

 

„11 მაისიდან გავხსნით ყველა სახის წარმოებას.

 

გავხსნით ყველა სახის საცალო და საბითუმო მაღაზიას, რომელსც აქვს შესასვლელი ქუჩიდან და რომელიც არ ვაჭრობს ტანსაცმით და ფეხსაცმლით. ეს არ ეხება მოლებს“, – განაცხადა გახარიამ.

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X