13:25 | 2021-04-13 ავტორი: Prime Time

ყველა მადლობას მიხდის ასეთი შვილის გაზრდისთვის – ანზორ მელია

ყველა მადლობას მიხდის ასეთი შვილის გაზრდისთვის – ანზორ მელია

ნიკა მელიას მამა ანზორ მელია, თბილისის საქალაქო სასამართლოში შვილის სასამართლო პროცესზე მივიდა. როგორც ანზორ მელი ამბობს, მისი შვილი გირაოს არ გადაიხდის.

 

„ხალხი დაწყნარდება იმ შემთხვევაში, როდესაც ნიკა გარეთ იქნება. თქვენ იცით რომ მე ექიმი ვარ და უამრავ ავადმყოფს ვიღებ ყოველ დღე . ყველა მადლობას მიხდის ასეთი შვილის გაზრდისთვის. ხალხს ძალიან უყვარს ნიკა და ალბათ მოსამართლე გამოასწორებს თავის პირველ შეცდომას. დაივიწყეთ ეს გირაო, არ გადაიხდის, არ არსებობს გირაო. ნიკას მისჯილი აქვს პატიმრობა, ამას რომ არ იხდიდა მაგიტომ წავიდა შეგნებულად პატიმრობაში“,- განაცხადა ანზორ მელიამ.

 

ამ წუთებში თბილისის საქალაქო სასამართლოში ნიკა მელიას პროცესი მიმდინარეობს.

 

ნიკა მელიამ ციხეში 19 კილო დაიკლო
2021-04-13ნიკა მელიამ ციხეში 19 კილო დაიკლო

 

ნიკა მელიას ბრალი ედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობასა და მასში მონაწილეობას გულისხმობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, მელიას ექვსიდან ცხრა წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

 

ნიკა მელიასთვის პატიმრობის შეფარდების გადაწყვეტილება სასამართლომ 17 თებერვალს მიიღო.

ავტორი: Prime Time


X