12:37 | 2020-03-20 ავტორი: თეონა ყაჭიური

ყველა კარანტინში! – გადაწყვეტილება საქართველოში შემოსულ ყველა მოქალაქეს ეხება

ყველა კარანტინში! – გადაწყვეტილება საქართველოში შემოსულ ყველა მოქალაქეს ეხება

საქართველოს ყველა მოქალაქე, რომელიც ქვეყანაში შემოვა, საკარანტინო ზონაში მოთავსდება. ამის შესახებ პრემიერ-მინისტირს მრჩეველმა, ირაკლი ჩიქოვანმა ბრიფინგზე განაცხადა.

 

„ყველა მოქალაქე, რომელიც შემოვა საქართველოში , მიუხედავად იმისა, საიდან შემოვლენ ისინი, გადაინაცვლებენ საკარანტინო ზონაში და იქნებიან ექიმების დაკვირვების ქვეშ“,- განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

 

დღეს ასევე, პრემიერმინისტრ გახარიასთან არსებული საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ავიამიმოსვლა ყველა მიმართულებით შეჩერდა.

 

ავტორი: თეონა ყაჭიური

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები