fbpx
13:51 | 2020-04-15 ავტორი: თათია ცუკოშვილი

„ყველა ინფორმაცია ყალბია“ – მარინა ეზუგბაის სახელით ყალბი Facebook-გვერდი შეიქმნა

„ყველა ინფორმაცია ყალბია“ – მარინა ეზუგბაის სახელით ყალბი Facebook-გვერდი შეიქმნა

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, მისი სახელით ყალბი Facebook-გვერდი შეიქმნა.

 

ეზუგბაიას თქმით, თავად სოციალური ქსელებით არ სარგებლობს.

 

„შექმნილია ყალბი Facebook-ი ჩემი სახელით, ამიტომ, ძალიან გთხოვთ, არ მიაქციოთ ყურადღება. იქ გამოქვეყნებული ნებისმიერი ინფორმაციის ავტორი მე არ ვარ. სოციალური ქსელებითაც არ ვსარგებლობ. ყველა ეს ინფორმაციები არის ცრუ და გთხოვთ, ამას ყურადღება არ მიაქციოთ“, – განაცხადა ეზუგბაიამ.

 

ცნობისთვის, რამდენიმე კვირის წინ, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის ყალბი ფეისბუქგვერდი შეიქმნა.

 

 

განცხადებასოციალურ ქსელში ვრცელდება (ზიარდება) ამირან გამყრელიძის სახელით შექმნილი ფეისბუქ გვერდი.მადლობას ვუხდით…

Gepostet von National Center for Disease Control & Public Health, Georgia (NCDC & PH) am Donnerstag, 12. März 2020

 

 

 

 

 

ავტორი: თათია ცუკოშვილი

0
კომენტარი - +

X