14:06 | 2021-07-20 ავტორი: თეონა ყაჭიური

ყველა ინდიკატორით გადავედით წითელ ზონაში – ამირან გამყრელიძე

ყველა ინდიკატორით გადავედით წითელ ზონაში – ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ქვეყანაში შექმნილ ეპიდსიტუაციასთან დაკავშირებით საუბრობს და ამბობს, რომ შესაძლოა გარკვეული შეზღუდვები კვლავ დაწესდეს, პირველ რიგში აღსრულებასთან მიმართებაში.

 

 

ღია სივრცეებში პირბადის ტარება, შესაძლოა, კვლავ სავალდებულო გახდეს - ამირან გამყრელიძის განცხადება
2021-07-20ღია სივრცეებში პირბადის ტარება, შესაძლოა, კვლავ სავალდებულო გახდეს - ამირან გამყრელიძის განცხადება

 

 

ამასთან, გამყრელიძე აღნიშნავს, საქართველომ ნარინჯისფერი ზონიდან უკვე წითელ ზონაში გადაინაცვლა, რაც განგაშის ერთ-ერთი საფუძველია.

 

„ჩვენ ახლა ვართ დაახლოებით იმ დონეზე, როგორც ვიყავით მესამე ტალღის პიკზე სადღაც 17 მაისს. ასევე, დღევანდელი ეპიდსიტუაცია მსგავსია იმის, რაც გვქონდა ოქტომბრის ბოლოს-ნოემბრის დასაწყისში, როცა ჩვენ ნოემბრის ბოლოსკენ მივდიოდით პიკისკენ. ეს ძალიან საყურადღებოა. ჩვენ ყველა ინდიკატორით გადავედით წითელ ზონაში. აქამდე ჯონ ჰოპკინსის რუკაზე ვიყავით ნარინჯისფერში, ახლა ვართ წითელ ზონაში, ეს არის განგაშის ერთ-ერთი მთავარი მოცემულობა და შესაბამისი ღონისძიებები უნდა იქნას მიღებული“, – აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

 

ასევე ნახეთ ↓ ღია სივრცეებში პირბადის ტარება, შესაძლოა, კვლავ სავალდებულო გახდეს

 

 

დაგაინტერესებთ:

 

 

 

 

 

 

ავტორი: თეონა ყაჭიური


X