18:46 | 2021-08-07 ავტორი: Prime Time

ყველა გზა უხანისკენ მიდის – შოკისმომგვრელი ამბები, რაც პანდემიის ხელოვნურად წარმოშობას ადასტურებს

ყველა გზა უხანისკენ მიდის – შოკისმომგვრელი ამბები, რაც პანდემიის ხელოვნურად წარმოშობას ადასტურებს

ამერიკელმა კანონმდებლებმა ჩინეთში აქამდე უცნობი მოვლენების პანდემიამდელი ქრონოლოგია აღადგინეს და თანამედროვე მიიკრობიოლოგიის წარმოუდგენელი შესაძლებლობების შესახებ ინფორმაცია შეკრიბეს.

 

დადგა დრო, სრულიად გამოირიცხოს ცხოველების ბაზარი, როგორც პანდემიის აფეთქების პირველწყარო. უდაო მკიცებულებებით დასტურდება, რომ ყველა გზა უხანის ვირუსოლოგიის ინსტიტუტამდე მიდის – ნათქვამია აშშ-ის კონგრესის საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის წევრის, მაიკლ მიკოლის ანგარიშში.

 

ამ ანგარიშის ორი ძირითადი ხაზი ასე გამოიყურება – 1. კორონავირუსი ლაბორატორიაში შეიქმნა; 2. ჩინეთის ხელისუფლება ბოლომდე მალავდა ეპიდემიას.

 

ამის დასადასტურებლად კი წარმოდგენილია შემდეგი არგუმენტები.

 

მაიკლ მაკოლი

 

პირველი

 

მოვლენების საეჭვო თანწყობა უხანის უნივერსიტეტსა და უხანის ვირუსოლოგიის ინსტიტუტში 2019 წლის 12 სექტემბერს. ეს ორი ორგანიზაცია ერთმანეთისგან კილომეტრნახევარი მანძილით არის დაშორებული.

 

მაშ ასე: ჯერ უნივერსიტეტი აცხადებს ლაბორატორიაში შემოწმების შესახებ. რამდენიმე საათში კი ინტერნეტიდან ქრება ვირუსოლოგიის ინსტიტუტის მთელი მონაცემთა ბაზა ვირუსების გენეტიკური სტრუქტურის შესახებ. ბაზაში შეკრებილი იყო 20 ათასი ასეთი ნიმუშის შესწავლის შედეგები, მათ შორის GPS-ინფორაცია ბიომასალაის აღების ადგილის შესახებ. ეს მონაცემები მანამდე ღია იყო.

 

მონაცემების გაქრობის შესაახებ მოგვიანებით ჰკითხეს ცნობილ „ლედი ღამურას“ – უხანის ვირუსოლოგიის ინსტიტუტის უფროს მეცნიერ-თანამშრომელს, ში ჩჟენლის. მისგან კონკრეტული პასუხი ვერ მიიღეს. მკვლევარმა მხოლოდ თქვა, რომ „ეს არის ეჭვებზე დაფუძნებული უაზრო კითხვები“.

 

იმავე დღეს, 12 სექტემბერს, საღამოს ვირუსოლოგიის ინსტიტუტმა გამოაცხადა უსაფრთხოების ზომების გაძლიერების შესახებ თავის ლაბორატორიაში. იმავე განცხადებაში ითქვა, რომ საჭირო ხდებოდა დაცვის აყვანა, ასევე, უცხოელი პერსონალის რეგისტრაციისა და მიღების დროს ვიდეოთვალთვალის და პატრულირების ორგანიზება.

 

მეორე

 

პანდემიამდე რამდენიმე თვით ადრე უხანის ლაბორატორიამ გააკეთა განაცხადი ჰაერის გამწმენდი სისტემის კაპიტალურ რემონტსა და ნარჩენების გადამუშავებაზე კვლევით ორგანიზაციებში.

 

მესამე

 

2019 წელს (ზუსტი თარიღი არ სახელდება) უხანის ვირუსოლოგიის ინსტიტუტის ლაბორატორიის მეოთხე დონის ბიოუსაფრთხოებაზე სამუშაოები პირად კონტროლზე აჰყავს სამხედრო ექსპერტს ბიოლოგიური და ქიმიური შეიარაღებისგან დაცვის საკითხებში, გენერალ-მაიორ ჩენ ვეის.

 

მეოთხე

კარტოგრაფიული მონაცემები აჩვენებს, რომ 2019 წლის შემოდგომაზე უხანელი მიკრობიოლოგები სამსახურში საზოგადოებრივი ტრანსპორტით დადიოდნენ.

 

მეხუთე

 

თანამგზავრით გადაღებული ფოტოები აჩვენებს, რომ 2019 წლის ოქტომბერსა და ნოემბერში უკვე ბევრი ადამიანი მიდის საავადმყოფოებში ჩივილებით.

 

 

მეექვსე

 

იმავე პერიოდში (სექტემბერ-ოქტომბერში), ქსელში მკვეთრად გაიზარდა ინფორმაცია ისეთი სიმპტომების აღწერით, რაც კოვიდს აქვს. აქ საჭიროა შეგახსენოთ, რომ პანდემიის დაწყების თარიღად ოფიციალურად 2019 წლის ნოემბერ-დეკემბერი სახელდება.

 

მეშვიდე

2019 წლის ოქტომბერი უხანში საერთაშორისო სამხედრო თამაშები გაიმართა – სპორტული შეჯიბრი სამხედრო მოსამსახურეებისთვის. იქ სხვადასხვა ქვეყნიდან ათასობით სამხედრო ჩავიდა. უცხოეთის პრესაში ახლაც აღმოაჩენთ ჩანაწერებს, რომ ისინი ასპარეზობდნენ გულშემატკივრების გარეშე.

 

მერვე

 

2020 წლის 27 თებერვალს The Health Times-ში გამოქვეყნდა ჰუბეის პროვინციის სტატისტიკისა და ინფორმაციის ვიცეპრეზიდენტის, იუა ჩუანხუას ინტერვიუ, რომელმაც განაცხადა, რომ მისი ორგანიზაციის ბაზაში არსებობს ინფორმაცია პაციენტზე, რომელიც კოვიდით 2019 წლის 29 სექტემბერს დაინფიცირდა. მისი თქმით არსებობდა მონაცემები კიდევ ორ შემთხვევაზე, რომლებიც 14 და 21 ნოემბერს დაფიქსირდა. გამოქვეყნებამდე ჩუანხუა დაუკავშირდა ჟურნალისტს და ტექსტიდან ნოემბრის შემთხვევების ამოღება მოსთხოვა.

 

მეცხრე

 

საეჭვოდ მოულოდნელად და ცალსახად გაკეთდა განცხადებები, რომ კორონავირუსის ამ სახით წარმოშობის წყარო ღამურა იყო. ანგარიშში მოყვანილია მონაცემები კოვიდის „ახლო ნათესავზე“ – ატიპური პნევმონია (SARS). იმისათვის, რომ ღამურების ვირუსთან მისი კავშირი დადგენილიყო, ამას 14 წელი დასჭირდა.

 

მეათე

 

ჩრდილოეთ კაროლინის უნივერსიტეტის წამყვანი ექსპერტის, რალფ ბარიკის ინტერვიუ. ის რამდენიმე წლის განმავლობაში თანამშრომლობდა უხანის ვირუსოლოგიის ლაბორატორიასთან. მეცნიერი ყვება, რომ 2015 წელს მონაწილეობა მიიღო მონაწილეობა „ვირუსი-ქიმერას“ შექმნაში. მისი შექმნისას SARS-ს მიუერთეს spike-ცილა (კორონავირუსის ცნობილი წვეტი). ეს გაკეთდა იმის საჩვენებლად, თუ როგორ მოიქცეოდა მომავალში მსგავსი შტამი – მაშინვე გამოიწვევდა ეპიდემიას, თუ ჯერ მუტაციას განიცდიდა. შედეგით დადგინდა, რომ ღამურების ზოგიერთ ვირუსს თავიდანვე შეუძლია დაინფიცირება. მთავარი კი, რის შესახებაც ისაუბრა ის არის, რომ „ქიმერის“ შექმნისას მათ ვირუსზე სპეციალურად დატოვეს კვალი, ერთგვარი „ნაკერი“ გადაბმის ადგილას: „თავისებური ხელმოწერა იყო, რომ ვირუსი დამზადდა პროფესორ ბარიკის ლაბორატორიაში“ – განმარტა მიკრობიოლოგმა.

 

მისი ნათქვამი შეიძლება გაგებული იყოს ისე, რომ ვურუსის შექმნა კვალს დაოვების გარეშეც შესაძლებელია.

 

წყარო: LIFE

 

ასევე დაგაინტერესებთ – ჩვენ მოვწამლეთ ხალხი, რომ კორონა არ არსებობს, უნდა შევინანოთ – დეკანოზი თეოდორე გიგნაძე

 

ავტორი: Prime Time

X