
თბილისის მერი, კახა კალაძე 23 საუკეთესო ფეხბურთელს შორის მოხვდა.
უკრაინულმა ვებგვერდმა ყველა დროის საუკეთესო 23 ფეხბურთელი დაასახელა, რომლებმაც საკლუბო დონეზე წარმატებული კარიერის მიუხედავად, ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში დიდი ტურნირების ფინალურ ეტაპზე ვერ ითამაშეს.
ალფრედო დი სტეფანოს, რაიან გიგზის, ჯორჯ ბესტის, იან რაშისა და სხვა ვარსკვლავებთან ერთად სიმბოლურ ნაკრებშია კახა კალაძეც.