02:10 | 2020-05-28 ავტორი: თამარ ბუჩუკური

ყველა ბავშვს უფასოდ ვასწავლი, დაესწარით გაკვეთილებს – „მოხალისე“ მასწავლებლის ისტორია

ყველა ბავშვს უფასოდ ვასწავლი, დაესწარით გაკვეთილებს – „მოხალისე“ მასწავლებლის ისტორია

პანდემიამ მომცა ბევრი თავისუფალი დრო და შესაბამისად, მომეცა მეტი სიკეთის კეთების საშუალება – ასე დაიწყო საუბარი „პრაიმტაიმთან“ ეთო ქუთათელაძემ.

 

ის მე-60 სკოლის წამყვანი მასწავლებელია. კორონავირუსის გააქტიურების გამო, დაპაუზებულ ქვეყანაში გადაწყვიტა, რომ ბავშვებს სრულიად უფასოდ პრაქტიკული და თეორიული ცოდნა მისცეს ხელოვნების შესახებ.

 

ამიტომ,  ჯერ youtube-ზე ატვირთა პრაქტიკული და თეორიული ვიდეო გაკვეთილები. მერე იმ პედაგოგებს ჩაუტარა ტრენინგები, ვინც სერტიფიცირების გამოცდაზე გასვლას აპირებენ.

 

ეთო ქუთათელაძე მომავალ კვირას ახალ პროექტს იწყებს. ის პროექტში „მოხალისე მასწავლებელი“ ჩაერთო და ნებისმიერი ასაკის ადამიანს ზოგადი განათლების გაღრმავების შესაძლებლობას აძლევს, ამ ყველაფერს ანაზღაურების გარეშე აკეთებს. ამბობს, რომ თავის ქვეყანას ასე უდგას გვერდით.

 

სკოლის მოსწავლე, რომელიც ახლა სხვა მოსწავლეებს ონლაინ გაკვეთოლებს უტარებს
2020-05-24სკოლის მოსწავლე, რომელიც ახლა სხვა მოსწავლეებს ონლაინ გაკვეთოლებს უტარებს

 

„როცა კარანტინის დროს, ყველაფერი გაჩერდა და ჩემს შვილებსაც გაუჭირდათ სახლში ყოფნა, მივხვდი, რომ ჩემს მსგავსად, ბევრი მშობელი იყო.

 

ამიტომ, მათთვის youtube-ზე ხელოვნების ვიდეო გაკვეთილები ავტვირთე, სადაც დაინტერესებულ ადამიანებს შეუძლიათ, როგორც თეორიული, ისე – პრაქტიკული გაკვეთილების მიღება.

 

მერე, იმ მასწავლებლებისთვის ჩავატარე ტრეინინგები, ვინც სასერტიფიკატო გამოცდაზე აპირებენ გასვლას.

 

დაახლოებით, ერთი თვის წინ, გავიგე, რომ ახალი პროექტი იწყებოდა, რომელსაც „მოხალისე მასწავლებელი“ ჰქვია, გავიარე შესარჩევი ტური და მომავალ კვირას დავიწყებ გაკეთილების ჩატარებას.

 

მეკითხებიან, რატომ გადაწყვიტე ოჯახს, შვილებს, ახლობლებს დრო წაართვა და სრულიად უცხო ადამიანებს, უფასოდ დაუთმოო.

 

მიმაჩნია, რომ პანდემიის გამო გამოწვეულ სირთულეებს და ამ ქვეყანას გვერდით ვუდგავარ ისე, როგორც შემიძლია და მგონია, რომ თუ ვინმე შენი შვილის განათლებაზე ზრუნავს, ეს ძალიან კარგია.

 

მომეცა ბევრი თავისუფალი დრო და შესაბამისად, სიკეთის კეთების საშუალება. მე ეს გამოვიყენე.

 

 

გული მწყდება, როცა პედაგოგებს აკრიტიკებენ. შედარებით ახალგაზრდა მასწავლებლებმა ონლაინ სწავლებას ალღო ადვილად ავუღეთ. ხოლო ასაკოვანმა პედაგოგებმა მარტივად ეს ვერ შეძლეს.

 

ყველა ისე ზრუნავს განათლების მიცემაზე, როგორც შეუძლია.

 

მოვუწოდებ ყველას, ვისაც გაქვთ სურვილი, რომ ზოგადი განათლება მიიღოთ, შემოგვიერთდით და გამოიყენეთ შანსი, პიროვნულად, ინტელექტუალურად გაიზარდოთ.

 

ამ ეტაპზე, შემიძლია ვთქვა, რომ ჩემმა წამოწყებამ გაამართლა. დიდი გამოხმაურება და პოზიტიური შეფასებები მოჰყვა ჩემს ვიდეო გაკვეთილებს. მივიღე უამრავი მადლობა და ეს ყველაფერია ჩემთვის.

 

კიდევ უფრო დიდი მოტივაცია მომეცა, მხარში დავუდგე იმ ბავშვებს, რომელთა მშობლებიც უსამსახუროდ დარჩნენ და უბრალოდ, შვილების განათლებას ვეღარ დააფინანსებენ.“ – ამბობს ეთო ქუთათელაძე.

 

ვისაც გაქვთ სურვილი დრო ნაყოფიერად დახარჯონ და უფასოდ საინტერესო გაკვეთილებს დაესწრონ, დარეგისტრირდით.

 

ხოლო, ვისაც გაინტერესებთ „ეთოს ხელოვნების გაკვეთილები“ უყურეთ Youtube არხზე.

 

ავტორი: თამარ ბუჩუკური

0
კომენატარი - +

X