
პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებას ბუბა კიკაბიძესთან დაკავშირებით, სოციალურ ქსელში ფონდ “იავნანას” დამფუძნებელი პაატა ბურჭულაძე ეხმაურება.
ბურჭულაძე აღნიშნავს, რომ პრემიერ-მინისტრის ბრიფინგის თემა კიკაბიძის განსჯა არ უნდა იყოს.
“იმას, რაც მოხდა უკვე ფსკერიც აღარ ჰქვია!
ჩემო ბუბა, მიყვარხარ და ვამაყობ, რომ შენთან მთელი ცხოვების მეგობრობა მაკავშირებს!
საქართველოს პრემიერმინისტრს თურმე გული წყდება, რომ ბუბამ ერთ საღამოში დაკარგა ხალხის სიყვარული და რეპუტაცია. ეს არის მათი ქართული ოცნება, მოკლან ყველა ავტორიტეტი ქვეყანაში, მათსავით უსახური და მონა გახდეს ჩვენი საზოგადოება! ამაზე ოცნებობენ, მაგრამ ვერ ეღირსებიან!
რა მდაბიო და ბოროტი უნდა იყო, როგორი ყველაფრის მკადრებელი, რომ ბუბაზე გადავლის სურვილიც ასე ვერ დაფარო, მის მიმართაც ასეთი სიძულვილი გამოავლინო. ან რა ბრიფინგის თემა ეს არის ქვეყნის პრემიერმინისტრისთვის ვინმემ ამიხსენით!
ყველა არარაობის საყურადღებოდ! ბუბა ყოველთვის იქნება ბუბა, საქართველოს სიამაყე, ჩვენი ქვეყნის კულტურისა და ისტორიის ნაწილი და ხალხსაც ყოველთვის უსაზღვროთ ეყვარება.
ყველანი უნდა წავიდეთ არჩევნებზე 31-ში და ხმა მივცეთ ამ მავნებელი არარაობების წინააღმდეგ!”-წერს პაატა ბურჭულაძე სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის, ბუბა კიკაბიძის მისამართით მწვავე კრიტიკა მას შემდეგ დაიწყო, რაც არჩევნების წინა დღეს, ნაციონალური მოძრაობის აქციაზე სიმღერა „თბილისის“ ნაწილი რუსულად შეასრულა.