fbpx
10:34 | 2020-09-10 ავტორი: მირანდა ტყემალაძე

ყველა აკრძალვა, რომელიც საქართველოში დღეიდან ამოქმედდა

ყველა აკრძალვა, რომელიც საქართველოში დღეიდან ამოქმედდა

მთავრობის საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, დღეიდან, 10 სექტემბრიდან კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, იკრძალება იუბილეების, ქორწილების, ქელეხებისა და სხვა სოციალური ღონისძიებების გამართვა.

 

მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ნათია მეზვრიშვილის განმარტებით, სოციალური ღონისძიებები იკრძალება როგორც დახურულ, ასევე ღია სივრცეებში.

 

სოციალური ღონისძიებების მონაწილეთა რაოდენობა 10 კაცს არ უნდა აღემატებოდეს.

 

57 ინფიცირებული და 9 გამოჯანმრთელებული - საქართველოში კოვიდინფიცირების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა
2020-09-1057 ინფიცირებული და 9 გამოჯანმრთელებული - საქართველოში კოვიდინფიცირების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა

 

ასევე, იზღუდება კულტურული და სპორტული ღონისძიებები 200 ადამიანზე მეტის მონაწილეობით. დახურულ სივრცეში ეს შეზღუდვები აქამდეც არსებობდა, შეზღუდვა ამჯერად დახურულ სივრცესთან ერთად, ღია სივრცესაც შეეხება.

 

მთავრობის ადმინისტრაციის თანახმად, 200 კაციანი შეზღუდვა არ გავრცელდება საარჩევნო ღონისძიებებზე.

ავტორი: მირანდა ტყემალაძე

0
კომენტარი - +

X