12:34 | 2020-05-06 ავტორი: Prime Time

ყვარლის სასწრაფოს ექიმი, რომელსაც კორონავირუსი არ დაუდასტურდა, კლინიკას დღეს დატოვებს

ყვარლის სასწრაფოს ექიმი, რომელსაც კორონავირუსი არ დაუდასტურდა, კლინიკას დღეს დატოვებს

ყვარლის სასწრაფო- სამედიცინო დახმარების ექიმი, ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკას, დღეს დატოვებს.

 

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსის, ნელი ხიზანიშვილის ინფორმაციით, ექიმს დამატებით ორი კვლევა ჩაუტარდა.

 

„მედიკოსს PCR-ის პირველი ტესტირებით კორონავირუსი დაუდასტურდა, ხოლო დანარჩენი ორი კვლევის მიხედვით მას კოვიდ 19 არ აქვს. ახლა იკვლევენ, სხვა კორონავირუსზე, რადგან PCR-ის პირველმა ტესტმა დადებითი შედეგი აჩვენა.

 

ის კლინიკას დღეს დატოვებს და საკარანტინო სივრცეში გადავა. დარჩება თუ არა ის კარანტინში იმაზე იქნება დამოკიდებული, როგორი იქნება ჩაღრმავებული კვლევის პასუხი“,- განაცხადა ხიზანიშვილმა.

 

ყვარლის სასწრაფო დახმარების ექიმს კორონავირუსი არ დაუდასტურდა
2020-05-06ყვარლის სასწრაფო დახმარების ექიმს კორონავირუსი არ დაუდასტურდა

 

კახეთში ამ საეჭვო შემთხვევის გარდა, კორონავირუსის ლაბორატორიულად დადასტურებული არც ერთი ფაქტი არ ფიქსირდება.

 

შეგახსენებთ, კახეთში კორონავირუსის პირველი ფაქტის შესახებ 2 მაისს გახდა ცნობილი. ამ შემთხვევაზე დაყრდნობით გამოკვლეულ 147 პირსაც ვირუსი არ დაუდასტურდა.

 

ავტორი: ხათუნა გულიაშვილი

ავტორი: Prime Time

0
კომენატარი - +

მსგავსი სიახლეები

X