20:14 | 2020-06-30 ავტორი: Prime Time

ყვარელში, სოფელ საბუეში ახალგაზრდა მამაკაცი ჩამომხრჩვალი იპოვეს

ყვარელში, სოფელ საბუეში ახალგაზრდა მამაკაცი ჩამომხრჩვალი იპოვეს

ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ საბუეში მცხოვრებმა ახალგაზრდა მამაკაცმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

 

30 წლამდე ასაკის მამაკაცი თოკზე ჩამოკიდებული იპოვეს. მისი ცხედარი საკუთარ საცხოვრებელ სახლში უკვე გადაასვენეს.

 

საბერძნეთში 25 წლის ქართველ ემიგრანტს 20 დღეზე მეტია ეძებენ
2020-06-30საბერძნეთში 25 წლის ქართველ ემიგრანტს 20 დღეზე მეტია ეძებენ

 

ადგილობრივების ინფორმაციით, შემთხვევა ლაგოდეხში მოხდა, სადაც ის ერთ- ერთ ოჯახში, მწყემსად მუშაობდა.

 

თანასოფლელების ინფორმაციით, გარდაცვლილი ხშირად სვამდა და ზოგჯერ აგრესიული იყო. ისინი არ გამორიცხავენ, რომ სუიციდი სწორედ სასმელის ხშირ მიღებას უკავშირდებოდეს.

 

„გარდაცვლილი ალკოჰოლს ხშირად სვამდა. სოფელში რამდენჯერმე ამის გამო, პრობლემაც ჰქონდა. ძალიან ბევრს შრომობდა, მამის გარეშე იზრდებოდა. ლაგოდეხში იყო წასული და იქ ფერმაში მუშაობდა. ძმას გააგებინეს ეს ამბავი და ის წავიდა მის გადმოსასვენებლად“,- ამბობს გარდაცვლილის ერთ-ერთი მეზობელი.

 

შსს-ს ცნობით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

 

რედაქციის შენიშვნა:

 

ოფიციალური დოკუმენტის მიხედვით, ქვეყანაში 2019​ წლის იანვარი–ივნისის მდგომარეობით სუიციდის 207 შემთხვევა დაფიქსირდა, ხოლო სუიციდის მცდელობა 219 ადამიანს ჰქონდა.

 

რაც შეეხება 2018 წელს – სუიციდის 389 შემთხვევაა აღრიცხული, თვითმკვლელობის მცდელობის კი 477 ფაქტი.

 

საქართველოში არის ფსიქოლოგიური დახმარების ცხელი ხაზები, სადაც მსგავს შემთხვევაში რეკავენ:

 

მანდატურის სამსახურის ბაზაზე არსებული ფსიქოლოგიური საკონსულტაციო მომსახურების 24-საათიანი ცხელი ხაზი: 08 00 00 00 88

 

ბავშვთა დახმარების ცხელი ხაზი: 116 111; 2 421 422

 

ფსიქო-სოციალური მომსახურების ცენტრის ცხელი ხაზი: 2 200 220 (3025)

 

ავტორი: ხათუნა გულიაშვილი

ავტორი: Prime Time

0
კომენატარი - +

მსგავსი სიახლეები

X