11:34 | 2020-10-27 ავტორი: Prime Time

ყვარელში, არასრულწლოვანი გოგო ძმამ სახლში გარდაცვლილი იპოვა

ყვარელში, არასრულწლოვანი გოგო ძმამ სახლში გარდაცვლილი იპოვა

ყვარლის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში, 15 წლის მოზარდმა, სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

 

„პრაიმტაიმის ინფორმაციით, გოგონა მესამე გაკვეთილიდან პედაგოგს დაეთხოვა და სახლში წავიდა. გარდაცვლილი საკუთარ სახლში, ჩამომხრჩვალი ძმამ იპოვა.

 

სოფელში მერის წარმომადგენელი, პრაიმტაიმთან ამბობს, რომ გოგონას თვითმკვლელობის მიზეზი არავინ იცის.

 

„ძალიან კარგი გოგო იყო, წარჩინებული, თან მოცეკვავე, მოწესრიგებული ოჯახის შვილი. ახალგაზრდა და არაჩვეულებრივი მშობლები ჰყავს. მიზეზი არავინ იცის, არც ოჯახმა, არც მეგობრებმა, თავზარდაცემულია მთელი სოფელი“,- განაცხადა მერის წარმომადგენელმა.

 

გასულ წელს, სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა გოგონას არასრულწლოვანმა მამიდაშვილმაც, თუმცა, სოფელში ამ ორ ფაქტს შორის კავშირს ვერ ხედავენ.

 

გამოძიება 15 წლის მოზარდის გარდაცვალების ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 115- ე, თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო.

 

ავტორი: ხათუნა გულიაშვილი

ავტორი: Prime Time


X