12:37 | 2020-04-29 ავტორი: თეონა ყაჭიური

ყვარელში ახალგაზრდა მამაკაცის დაჭრის ფაქტზე ერთი ადამიანი დააკავეს

ყვარელში ახალგაზრდა მამაკაცის დაჭრის ფაქტზე ერთი ადამიანი დააკავეს

ყვარელში ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით 29 წლის მამაკაცი დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

 

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე,1996 წელს დაბადებულ ი.ც.-ს ბასრი საგნით თავის არეში მრავლობითი დაზიანება მიაყენა. დაშავებული მამაკაცი სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი.

 

პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცებებად ამოიღო.

 

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს“,- ნათქვამია შსს-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

დანაშაული 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

შემთხვევა გუშინ მოხდა. ყვარელში ახალგაზრდა მამაკაცს ბლაგვი საგნით დაზიანებები მიაყენეს.

ავტორი: თეონა ყაჭიური

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები