22:53 | 2020-04-28 ავტორი: სალომე ნეფარიძე

ყვარელში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს

ყვარელში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს

ყვარელში ახალგაზრდა მამაკაცს ბლაგვი საგნით დაზიანებები მიაყენეს. 25 წლამდე კაცი თავის და სხეულის სხვადასხვა ადგილას მიყენებული ჭრილობებით თელავის რეფერალურ საავადმყოფოშია მოთავსებული.

 

შემთხვევა დააახლოებით 2 საათის წინ, ქალაქ ყვარელში მოხდა.

 

წინასწარი ინფორმაციით, სიტყვიერი დაპირისპირება ერთ-ერთ ოჯახში, სუფრასთან, ნათესავებს შორის მოხდა.

 

სახლში დაწყებული კამათი ეზოში გაგრძელდა, სადაც სუფრის ერთ- ერთმა წევრმა, სტუმრად მყოფ სიძის ძმას, რამდენიმე დარტყმა თავის არეში მიაყენა.

 

დარტყმის შედეგად მიღებული დაზიანებებით, უგონო მდგომარეობაში მყოფი ახალგაზრდა, სასწრაფო- სამედიცინო დახმარების ბრიგადამ, თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა.

 

ექიმების ინფორმაციით, დაშავებული მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. მომხდარ ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.

 

ავტორი: ხათუნა გულიაშვილი

ავტორი: სალომე ნეფარიძე

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები