20:40 | 2020-10-07 ავტორი: თამარ ბუჩუკური

ყვარელსა და საგარეჯოში უპილოტო საფრენი აპარატები ჩამოვარდა – შსს განცხადებას ავრცელებს

ყვარელსა და საგარეჯოში უპილოტო საფრენი აპარატები ჩამოვარდა – შსს განცხადებას ავრცელებს

კახეთში, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ უდაბნოს და ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ სანავარდოს მიმდებარე ტერიტორიებზე უპილოტო საფრენი ორი აპარატი ჩამოვარდა.

 

VIDEO: სახლში, რომელიც მეწყერმა წაიღო, არასრულწლოვანი იყო, ასევე ორი სტუმარი
2020-10-02VIDEO: სახლში, რომელიც მეწყერმა წაიღო, არასრულწლოვანი იყო, ასევე ორი სტუმარი

 

შინაგან საქმეთა სამინისტრო მომხდარზე ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს:

 

„შინაგან საქმეთა სამინისტროში კახეთში, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ უდაბნოს და ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ სანავარდოს მიმდებარე ტერიტორიებზე უპილოტო საფრენი ორი აპარატის ჩამოვარდნის შესახებ შეტყობინება მიმდინარე წელს 7 ოქტომბერს, დაახლოებით 18:35 და 18:45 წუთებზე შემოვიდა.

 

შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაუყოვნებლივ დაიწყო საგამოძიებო ღონისძიებები.

 

მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.

 

შემთხვევის ორივე ადგილზე სამართალდამცველები არიან მობილიზებული, ექსპერტ-კრიმინალისტები ატარებენ შესაბამის ღონისძიებებს.“ – ნათქვამია განცხადებაში.

ავტორი: თამარ ბუჩუკური

0
კომენტარი - +