11:13 | 2020-06-30 ავტორი: Prime Time

კუჭის ბოტოქსი – წონის კორექციის უახლესი მეთოდი თბილისის ცენტრალურ საავადმყოფოში

კუჭის ბოტოქსი – წონის კორექციის უახლესი მეთოდი თბილისის ცენტრალურ საავადმყოფოში

კუჭის ბოტოქსის პროცედურა უახლესი  მეთოდია მედიცინაში ზედმეტი წონის კორექციის მკურნალობის სამყაროში. ეს არის პროცედურა, რომელიც ეხმარება იმ ადამიანებს რომლებსაც ჭირდება ზედმეტი წონის დაკლება.

 

პირველად აღნიშნული პროცედურა შესრულდა ნორვეგიაში, მას შემდეგ ფართო გავრცელება ჰპოვა როგორც ამერიკაში ისე ევროპაში.ბოლო პერიოდში აღნიშნული პროცედურა სულ უფრო პოპულარული გახდა თურქეთში.

 

ბოტოქსი სამკურნალო ცილაა, რომელიც მიიღება ბაქტერიით, ის ორიგანიზმში ინერგება ინექციების საშუალებით. ეს ცილა ბლოკავს ელექტრულ დინებას ნერვის არეში, გამოყენების არეალში რაც ხელს უშლის კუნთების შეკუმშვას 4-დან 6 თვემდე.

ბოხუას სახელობის კარდიოვასკულურულ ცენტრში სისხლძარღვოვანი განვითარების მანკების მკურნალობის ნაკლებტრავმული მეთოდი დაინერგა
2020-06-23ბოხუას სახელობის კარდიოვასკულურულ ცენტრში სისხლძარღვოვანი განვითარების მანკების მკურნალობის ნაკლებტრავმული მეთოდი დაინერგა

ბოტოქსს 10 წელზე მეტი ხნის განმავლობაში იყენებენ თვალის დაავადებების, ნევროლოგიური დაავადებების, კანის ნაოჭების და ჭარბიოფლიონობის დროს (ჰიპერჰიდროზი) ჭარბი წონის დასამარცხებლად მედიცინამ საკმაოდ ბევრი ეფექტური მიმართულება განავითარა; ბარიატრიული ქირურგია მედიცინის დარგია, რომელიც სხვადასხვა ოპერაციულ ჩარევას გულისხმობს.

 

თბილისის ცენტრალურ საავადმყოფოში დანერგილია ჭარბი წონის კორექციის რამდენიმე მეთოდი, როგორ ქირურგიული ასევე ენდოსკოპიური. ენდოსკოპიურად ტარდება (კუჭის ენდოსკოპიური ბალონირება და ბოტოქს – ინექცია)აღნიშნული მეთოდით შესაძლებელია 15 დან 30 კგ მდე წონის დაკლება.

 

კუჭის ბალონირება და ბოტოქს-ინექციაც 20- 30 წუთიანი პროცედურას წარმადგენს და მეთოდი პაციენტს რეკომენდირებული, ჯანსაღი წონის დაბრუნებაში ეხმარება

 

– რა არის კუჭის ბოტოქსი და რატომ არის ის ჭარბი წონის კორექციის ეფექტური მეთოდი ?

 

– ამ დროს ბოტულინის ტოქსინი შეგვყავს კუჭის კუნთებში, ამ გზით კუჭის კუნთები მოქმედებენ უფრო ნელა, ვიდრე ეს თავდაპირველად მოქმედებდნენ.

 

ეს ნელი ნაბიჯი ასევე შეანელებს საჭმლის მონელებას . ამ გზით საკვები მუცელში დიდ ხანს ინახება. ეს ზრდის სავსეობის (დანაყრების ) გრძნობას და ამცირებს მეტი საკვების მიღების საშუალებას.

 

კუჭის ბოტოქსი არ წარმოადგენს ოპერაციას, 20 – 30 წუთი და ენდოსკოპიური გზით ქირურგ- ენდოსკოპისტი კუჭის ლორწოვან გარსში ბოტოქსის ინექციას შიაყვანს.

 

პროცედურა სრულიად უმტკივნეულოა დასრულების  შემდეგ შეუძლია პაციენტს პირდაპირ სახლში დაბრუნდება, შემდეგ დღეს შეუძლია განაგრძოს თავის ყოველდღიური ცხოვრება.

 

ზაფხული და ვენები - ბოხუას სახელობის კარდიოვასკულური ცენტრის რჩევები
2020-06-18ზაფხული და ვენები - ბოხუას სახელობის კარდიოვასკულური ცენტრის რჩევები

 

კუჭის ენდოსკოპიური ბოტოქსი ამბულატორიულ პროცედურას წარმოადგენს, ტარდება ხანმოკლეა ანესთეზიით. ენდოსკოპიური მანიპულაციის შემდეგ პაციენტი ბინაზე ეწერება იმავე დღეს.

 

ბოტოქს–ინექციამდე პაციენტს ენიშნება ეზოფაგოგასტროდუოდენოსკოპია (გასტროსკოპია) და ენდოკრინოლოგის კონსულტაცია.

 

ნებისმიერი შესაძლო გვერდითი ეფექტის თავიდან აცილების და მაქსიმალური შედეგის მიღწევის მიზნით, პროცედურის შემდეგ პაციენტი დგება გასტროენტეროლოგის და ენდოკრინოლოგის რეგულარულ აღრიცხვაზე .

 

პროცედურის შემდეგ მოერიდეთ რამოდენიმე საათის განმავლობაში საკვების და სასმელის მიღებას.

 

– რა უპირატესობით გამოირჩევა კუჭის ბოტოქსი?

 

პროცედურა ტარდება ამბულატორიულად – პაციენტი იმავე დღეს ეწერება ბინაზე;

  • უმტკივნეულოა;
  • არ საჭიროებს რეაბილიტაციას;
  • გამოირჩევა ეფექტური შედეგით;
  • აქვეითებს მადას და შიმშილის გრძნობას;
  • წარმოადგენს ჭარბი წონით გამოწვეული დაავადებების საპრევენციო საშუალებას;
  • არ აზიანებს კუჭის ლორწოვანს;
  • ტარდება ენდოსკოპიური წესით, რასაც წინ სდევს კუჭის ლორწოვანის დეტალური და ვიწრო სპექტრით კვლევა;
  • 15 კგ-იდან 20-კგ-მდე დაკლებაა შესაძლებელი;
  • პაციენტი უბრუნდება ჯანსაღ წონას.
  • ბოტოქსის ხანგძლივობა 6 თვე შემდეგ ისევე როგორც ესთეტიკურ მედიცინაში შესაძლებელია ბოტოქსის ინექციების დამატება.
პროცედურებს ატარებს თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს ზოგადი ქირურგი, ენდოსკოპისტი გურამ გურაშვილი. 
კონსულტაცია უფასოა.

 

დეტალური ინფორმაციისთვის დაუკავშირდით

 

სპეციალისტთან კონსულტაციაზე ჩასაწერად დაგვიკავშირდით : 2 10 44 44

მის: ჩაჩავას 1 /ლუბლიანას 5

ავტორი: Prime Time

0
კომენატარი - +

X