11:14 | 2021-04-20 ავტორი: Prime Time

ყურადღება! – ახალი რეგულაცია იტალიის ტერიტორიაზე შესვლასთან დაკავშირებით

ყურადღება! – ახალი რეგულაცია იტალიის ტერიტორიაზე შესვლასთან დაკავშირებით

ყურადღება! – ახალი რეგულაცია იტალიის ტერიტორიაზე შესვლასთან დაკავშირებით – ამის შესახებ სოციალურ ქსელში ქართველი ემიგრანტი დოდო ენუკაშვილი წერს.

 

„გაცნობებთ, რომ  გამოქვეყნდა იტალიის ჯანდაცვის სამინისტროს ახალი განკარგულება იტალიის ტერიტორიაზე შესვლისა და იტალიიდან გამგზავრების თაობაზე, რომლის თანახმად:

 

პირები, რომლებიც იტალიის ტერიტორიაზე შედიან მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის 2021 წლის 2 მარტის დეკრეტის n.20 დანართის “C“, “D“ და “E“ ჩამონათვალში მითითებული ქვეყნებიდან (მათ შორის, საქართველოდან), ექვემდებარებიან იტალიის ტერიტორიაზე შესვლამდე 48 საათის განმავლობაში ჩატარებულ PCR ან ანტიგენურ სავალდებულო ტესტირებას. ტესტის პასუხი თვითმფრინავში ჩასხდომის მომენტში უნდა წარედგინოს გადამზიდავს ან შესაბამისი კონტროლის განხორციელებაზე უფლებამოსილ პირებს;

 

პირები, რომლებიც იტალიის ტერიტორიაზე შედიან n.20 დანართის “D“ და “E“ ჩამონათვალში მითითებული ქვეყნებიდან (მათ შორის, საქართველოდან), ექვემდებარებიან 10 დღიან სავალდებულო თვითიზოლაციას (აქამდე არსებული 14 დღიანი თვითზიოლაციის ნაცვლად) და აღნიშნული პერიოდის დასრულების შემდეგ PCR ან ანტიგენურ ტესტირებას.

 

პირები, რომლებიც იტალიის ტერიტორიაზე შედიან n.20 დანართის “B”, “C”, “D“ და “E“ ჩამონათვალში მითითებული ქვეყნებიდან (მათ შორის, საქართველოდან), ვალდებულნი არიან შეავსონ

 

ელექტრონული ფორმულარი – https://www.esteri.it/…/modulo_rientro_sintetico_05

უცვლელი რჩება მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის 2021 წლის 2 მარტის დეკრეტით განსაზღვრული სხვა წესები.

 

იტალიის ტერიტორიაზე შესვლასა და იტალიიდან გამგზავრების წესებთან დაკავშირებული ზოგადი ინფორმაცია იხილეთ ბმულზე – https://www.esteri.it/…/focus-cittadini-italiani-in “ – წერს დოდო ენუკაშვილი.

 

 

ავტორი: Prime Time


X