fbpx
13:36 | 2020-03-17 ავტორი: ალექსი ქამადაძე

კრიტიკულად მნიშვნელოვანია განსაკუთრებულად ვიზრუნოთ 70 წელს გადაცილებულ ჩვენს მოქალაქეებზე – გიორგი გახარია

კრიტიკულად მნიშვნელოვანია განსაკუთრებულად ვიზრუნოთ 70 წელს გადაცილებულ ჩვენს მოქალაქეებზე – გიორგი გახარია

მთავრობის რეკომენდაცია გახლავთ, რომ 70 წელს გადაცილებული მოქალაქეები, უკლებლივ თითოეული, უნდა მოექცნენ თვითიზოლაციაში – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის ადმინისტრაციაში დღეს, კორონავირუსის გავრცელების საპრევენციო ღონისძიებების უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მორიგი სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

 

პრემიერის თქმით, ეკონომიკის სამინისტროსა და საქართველოს ფოსტას დაევალა ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად, შექმნან მექანიზმი, რომელსაც შესთავაზებენ სოციალურად დაუცველებს და პენსიონერებს.

 

„მთავრობის რეკომენდაცია გახლავთ, რომ 70 წელს გადაცილებული მოქალაქეები, უკლებლივ თითოეული, უნდა მოექცნენ თვითიზოლაციაში. ეს არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი და ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ეს არის ჩვენი ვალდებულება, თითოეულის. ამ ამოცანის სწორად გადასაწყვეტად დღეს ეკონომიკის სამინისტროს და საქართველოს ფოსტას დაევალა, ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად, შექმნან მექანიზმი, რომელსაც შესთავაზებენ სოციალურად დაუცველებს და პენსიონერებს, 70 წელს გადაცილებულ პენსიონერებს, იმ მომსახურების გაწევისთვის, რომელიც მათ ესაჭიროებათ ყოველდღიურად“, – განაცხადა გიორგი გახარიამ

 

მთავრობის მეთაურის თქმით, ძალზედ მნიშვნელოვანია ჩვენი თითოეული მოქალაქის სამოქალაქო თვითშეგნება და პასუხისმგებლობა.

 

„ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ მთავრობის რესურსი არის შეზღუდული და შეუძლებელია, ამ გლობალურ გამოწვევას მხოლოდ მთავრობამ უპასუხოს. ძალზედ მნიშვნელოვანია ჩვენი თითოეული მოქალაქის სამოქალაქო თვითშეგნება და პასუხისმგებლობა. ერთმნიშვნელოვნად, ყველას უნდა გვესმოდეს, რომ პირველ რიგში, უნდა ვიზრუნოთ ჩვენს მოხუცებზე. ეს არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი, განსაკუთრებით 70 წელს გადაცილებულ მოქალაქეებზე,“ – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ავტორი: ალექსი ქამადაძე

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X