fbpx
16:16 | 2020-10-27 ავტორი: Prime Time

კოვიდთან ბრძოლაში დამაიმედებელი ნიშანი გამოჩნდა – ბრიტანულმა ვაქცინამ შესაძლოა პანდემია დაასრულოს

კოვიდთან ბრძოლაში დამაიმედებელი ნიშანი გამოჩნდა – ბრიტანულმა ვაქცინამ შესაძლოა პანდემია დაასრულოს

კორონავირუსის ბრიტანულმა ვაქცინამ, კვლევების მესამე ეტაპზე, ხანდაზმულებში ძლიერი იმუნური რეაქცია გამოიწვია.

 

გავლენიანი გამოცემა Financial Times წერს, რომ აღნიშნული ვაქცინა ოქსფორდის უნივერსიტეტის მიერ ბრიტანულ-შვედური ფარმაცევტული კომპანია AstraZeneca-სთან ერთად შემუშავდა.

 

ნოთინგჰემის უნივერსიტეტის ვირუსოლოგიის პროფესორი ჯონათან ბოლი ამბობს, რომ პანდემიასთან ბრძოლაში ეს ნამდვილად დამაიმედებელი ნიშანია, თუ „ეს ვაქცინა ქმნის კარგ იმუნიტეტს 55+ ასაკობრივ ჯგუფში და მის გამოყენებას თან ახლავს სხეულის კარგი რეაქცია ხანდაზმულ ადამიანებში“.

 

ვაქცინის საბოლოო ეფექტურობა მას შემდეგ გაირკვევა, რაც ყველა ასაკობრივი ჯგუფის ტესტის მონაცემები გაანალიზდება.

 

AstraZeneca-ს ვაქცინის გამოცდა ერთდროულად მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანაში, მათ შორის დიდ ბრიტანეთში, ბრაზილიაში, ინდოეთში, სამხრეთ აფრიკასა და იაპონიაში მიმდინარეობს. კვლევა მალე დაიწყება აშშ-შიც.

 

აღნიშნული ვაქცინის წარმატებას ეხმაურებიან მსოფლიოს წამყვანი გამოცემები. The guardian წერს, რომ ოქსფორდის ვაქცინა დიდი ალბათობით, წარმატებით მუშაობს ყველა ასაკობრივ ჯგუფში.

 

„ეს ვაქცინა იძლევა ყველაზე დაუცველი ხალხის დაცვის იმედს და შანს, რომ დასრულდეს მსოფლიოში არსებული ეკონომიკური და სოციალური ქაოსი“, – წერენ მსოფლიოს გავლენიანი გამოცემები.

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X