17:41 | 2021-09-15 ავტორი: თამარ გონგაძე

“კოვიდმა შემაფუცხუნა და ამაჩქარა… მეტყობა, რომ სხვანაირი ვარ” – ეთერ თათარაიძის პოსტკოვიდური “ამპლუა”

“კოვიდმა შემაფუცხუნა და ამაჩქარა… მეტყობა, რომ სხვანაირი ვარ” – ეთერ თათარაიძის პოსტკოვიდური “ამპლუა”

ეთერ თათარაიძემ და მისმა ოჯახმა თვეზე მეტია რაც კოვიდ-19 დაამარცხა. ინფიცირებული იყო ფოლკლორისტის მეუღლე, შვილი და შვილიშვილები.

 

ფოლკლორისტი ამირან არაბული რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადიოდა მკურნალობას. ფილტვები ჰქონდა დაზიანებული. თუმცა როგორც ახლა, ქალბატონი ეთერი გვიყვება, პოსკოვიდურ “ამპლუაში”, ამირანი უფრო ყოჩაღობს. ყველასთვის საყვარელ ეთეროს კი, მცირე დოზით, სასოწარკვეთა სტუმრობს.

 

ამბობს, რომ ებრძოლა, არ შეეპუა, სამ წიგნზე დაწყებული სამუშაო დაასრულა და მალე ვახუშტი კოტეტიშვილის სახელობის საღამოსთვის მზადებასაც უნდა შეუდგეს.

 

 

ეთერ თათარაიძე: – მე რომ ახლა ვარ, ამას კარგად ყოფნა არ ჰქვია. სახსრების ტკივილი დამიტოვა კორონამ. გამიგრძელდა ტკივილი. დასასვენებლად დიდი ხნით ვერსად წავედით. ორ-ორი დღით, ხან ზღვაზე მოვხვდით, ხან – მთაში.

 

უკვე ვხვდები, რომ დაღლას ძალიან გადავამეტე.

 

თუშეთში უნდა წავსულიყავით, ჩემზე ფილმის გადაღება უნდოდა “მთის ამბებს” და კიდევ სხვებს. მაგრამ ამ განწყობით არაფრით შემიძლია. დეპრესიული ფონიც მაქვს. ნერვებზე ძალიან მოქმედებს კოვიდი. განწყობაზე მეტყობა, რომ სხვანაირი ვარ. აი, ეგრე “დამაჩლუნგა” კოვიდმა (იცინის).

 

არა, ვიბძვი, ვიბრძვი.

 

ამირანი ახლა უფრო ყოჩაღობს. ჩემზე მეტად ავად იყო, მაგრამ ახლა უკეთაა. ბევრ რამეს ერევა. მე, ეტყობა, ძალიან დავბერდი და ვერ ვერევი.

 

მე თვითონ ვხვდები, რომ უნდა დავისვენო, თორემ ვეღარ “ვქაჩავ”.

 

გამომცემლობას სამი წიგნი ჩავაბარე, რომელშიც უკანასკნელი ენერგია ჩავდე. შვიდასგვერდიანი, წერილების წიგნი, ამირანმა ჩააბარა. ისეთი სიქაგაცლილები ვართ, რომ არაფრის თავი აღარ გვაქვს.

 

ახლა უნდა შევუდგეთ ვახუშტი კოტეტიშვილის სახელობის საღამოს მომზადებას. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მთელი საქართველო კიდევ ერთხელ უნდა შემოვიაროთ, რათა ლექსების მთქმელებში, ხალხურ მელექსეებში, ახალი სახეები აღმოვაჩინოთ. ვინც უკვე გვყავდა საღამოებში, მათ ისევ გამოყვანას, ვერიდებით. მოკლედ, ამას დიდი ენერგია და სამზადისი უნდა.

 

შიმშილი არ არის სირცხვილი... მე ეს გამომიცდია - ტორესა მოსი
2021-09-15შიმშილი არ არის სირცხვილი... მე ეს გამომიცდია - ტორესა მოსი

 

საღამო თელავში, ერეკლეს მუზეუმის ეზოში, ოქტომბერში ჩატარდება. მანამდე ექსპედიციები გვაქვს და როგორ მოვერევით, არ ვიცი. მთებში, სადაც მანქანა არ მიდის, ფეხით მოგვიწევს სიარული. სვენებ-სვენებით უნდა შემოვიაროთ საქართველო. სანამ კაცი ცოცხალია, ვერ დაისვენებს.

 

ასე… ჩემი პროფესია მაბრუნებს ძველ ეთეროსთან, თორემ ცუდად მექნებოდა საქმე. ვგიჟდები ზეპირსიტყვიერებაზე, სუფთა და წმინდა ქართულ სიტყვაზე. ეს არის ჩემთვის სიხარულის მომნიჭებელი.

 

“შიშიანობის ხანაში” (პანდემიის) წიგნის მომზადება ადვილი არ არის. მე კიდევ, წიგნები დავასრულე. კიდევ ბევრი მაქვს დასაწერი. იმდენია საქმე.

 

მივხვდი, რომ კოვიდმა შემიტია და მეც შევუტიე. სულ ვამბობდი, რომ პირადად ჩემი საქმისთვის, ვერ ვიცლი-მეთქი. ჩემს თავზე გულისწყვეტა მქონდა. ცხოვრება, სხვებისთვის საქმის კეთებაში გამომივიდა. ახლა კი,  ვცდილობ, რომ მივხედო ჩემს საქმეს. ძალიან მაგრად ამაჩქარა კოვიდმა, შემაფუცხუნა…

 

ეთერ თათარაიძე ქალიშვილებთან ერთად
ავტორი: თამარ გონგაძე

X

error: Content is protected !!