21:47 | 2021-07-27 ავტორი: სალომე ნეფარიძე

კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინა აბებით და ინჰალატორით – აი, რას წერს BBC

კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინა აბებით და ინჰალატორით – აი, რას წერს BBC

კოვიდ-საწინააღმდეგო ვაქცინის მიღება უახლოეს მომავალში შესაძლოა აბის ან ინჰალატორის მეშვეობითაც გახდეს შესაძლებელი. ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი წერს.

 


გამოცემა წერს, რომ ვაქცინის ინჰალატორის ფორმით გამოშვებაზე შვედეთში მდებარე ერთ-ერთი ყველაზე დიდი სამეცნიერო ცენტრი მუშაობს. მეცნიერის ინგემო ანდერსონის განცხადებით, ინჰალატორი დიდ წვლილს შეიტანს კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში.

 

 

ეს საინტერესოა: 8 კვირა ეძლევა ყველა მედპერსონალს, რომ აცრის პროცესი დაასრულოს, აუცრელები დათხოვნილი იქნებიან სისტემიდან – ზურაბ გურული

 

 

 

კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ინჰალატორის ფორმით შენახვა +40 ცელსიუს გრადუსამდე იქნება შესაძლებელი, ხოლო მისი მოხმარება მარტივია და ასთმის შეტევის მოსახსნელ ინჰალატორს წააგავს.

 

სამეცნიერო ცენტრი ამჟამად ინჰალატორის ეფექტიანობას ბეტა და ალფა შტამების წინააღმდეგ ცდის. ტესტირება ამჟამად თაგვებზე ტარდება, ხოლო დაახლოებით ორ თვეში ადამიანებზე დაიწყება.

 

Iconovo

ინგემო ანდერსონი Iconovo– ს ვაქცინის ინჰალატორით

 

BBC-ი წერს, იმასაც რომ მეცნიერები ასევე აქტიურად მუშაობენ ვაქცინის ტაბლეტის ფორმით შექმნაზე, რომელიც მართალია დიდ მეცნიერულ კვლევებს მოითხოვს, მაგრამ შესაძლოა, ერთ-ერთი გარდამტეხი საშუალება აღმოჩნდეს პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში.

 

 

დაგაინტერესებთ: 

 

 

 

 

 

 

ავტორი: სალომე ნეფარიძე


X

error: Content is protected !!